0 8 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

როგორ უნდა აიღოთ სესხი 20 წლიდან

"სესხები 20 წლიდან, დოკუმენტების გარეშე, სახლიდან გაუსვლელად’’ - მსგავსი შეთავაზებები ხშირად გვხვდება სატელევიზიო რეკლამებსა თუ ონლაინ სივრცეში. მიუხედავად მიმზიდველი შეთავზებებისა საჭირო თანხის მიღება გარკვეული პროცედურების გავლას უკავშირდება. თუკი რომელიმე საფინანსო ორგანიზაციის მომსახურებით სარგებლობას გადაწყვეტთ, დაგჭირდებათ რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება. მათ შორის შესაძლოა იყოს ყოველთვიური, სტაბილური შემოსავლის ქონა, დადებითი საკრედიტო ისტორია, ასაკობრივი ზღვარი და სხვა.

სესხის აღება 20 წლიდან თითქმის ყველა ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიძლება. კრედიტორები სხვადასხვა ასაკობრივ ზღვარს ადგენენ პროდუქტების მიხედვით. მაგ: თუკი სწრაფი სესხები 20 წლიდან გაიცემა. იპოთეკური სესხის მისაღებად მინიმალური ასაკი შესაძლოა 22 წელი იყოს. ონლაინ სესხის ასაღებად სულ რამდენიმე წუთია საჭირო. მომხმარებელი ინტერნეტით ავსებს განაცხადს, ირჩევს სესხის ოდენობასა და დაფარვის პერიოდს. მოთხოვნილი თანხა კი ანგარიშზე ერიცხება. სერვისით სარგებლობა ყველა სეგმენტის მომხმარებელს შეუძლია, არ აქვს მნიშვნელობა შემოსავლის ოდენობას. მიუხედავად იმისა, რომ სერვისი თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია, სესხის აღებამდე საჭიროა რიგი ფაქტორების გათვალისწინება. საპროცენტო განაკვეთის გარკვევა, ხელშეკრულების გაცნობა და გადასახადი თანხის გამოთვლა.  ასეთი ტიპის კრედიტებზე სესხის ვადაგადაცილებით დაფარვის საკომისიო საკმაოდ მაღალია, ამიტომ აუცილებელია გადახდის რესურსის სწორად შეფასება.

 

რომელი ტიპის სესხები გაიცემა 20 წლიდან?

სესხები 20 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია. კრედიტორები სწავლობენ კლიენტის შემოსავლის ოდენობას, გადახდების ისტორიას და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას გასცენ თუ არა სესხი. ვინაიდან 20 წლამდე ასაკის მომხმარებლებს ნაკლებად აქვთ სტაბილური შემოსავალი, კომპანიებისთვის რთულია გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, ისინი თავს იკავებენ ასეთი ტიპის კლიენტებისთვის კრედიტის დამტკიცებისგან.

გრძელვადიანი სესხების შემთხვევაში მოთხოვნები იზრდება. რაც უფრო მეტია თანხის ოდენობა მით უფრო იზრდება კრიტერიუმები, რასაც მომხმარებელი უნდა აკმაყოფილებდეს სესხის მისაღებად. ისეთი ტიპის სესხებზე, როგორიც იპოთეკური ან ავტო კრედიტია მოითხოვება უზრუნველყოფა. მომხმარებელი გირაოში დებს ქონებას და ამის სანაცვლოდ იღებს თანხას. უზრუნველყოფილი კრედიტით სარგებლობა გარკვეულ რისკებს უკავშირდება. თუკი კლიენტი დროულად ვერ დაფარავს ვალდებულებას, მისი საკუთრება დაკარგვის რისკის ქვეშ დადგება.

 

 

გრძელვადიანი კრედიტის მოთხოვნისას კრედიტორმა შესაძლოა გადაამოწმოს საკრედიტო რეიტინგი, შემოსავლის ოდენობა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სესხი მარტივად ხელმისაწვდომია, საჭიროა გაანალიზოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობა. დაფიქრდეთ როგორ შეძლებთ ვალდებულების გადახდას. სესხის გონივრულად შერჩევა თავიდან აგარიდებთ ფინანსურ პრობლემებს, მარტივად გადაიხდით თანხას, რაც დადებითად აისახება საკრედიტო ისტორიაზე. ვალდებულების დროულად გადახდა თავიდან აგარიდებთ სირთულეებს.

თუ დაგაბნიათ უამრავმა შეთავაზებამ და არ იცით რომელ საკრედიტო კომპანიას მიმართოთ, Credy24.ge ერთ სივრცეში გაგაცნობთ კრედიტორების შეთავაზებებს, მათ საპროცენტო განაკვეთს, გადახდის პერიოდსა და თანხის ოდენობას. ვებგვერდზე წაიკითხავთ სასარგებლო ინფორმაციას, შეძლებთ თქვენზე მორგებული, საუკეთესი პირობის კრედიტის შერჩევას, დაზოგავთ დროს და ისარგებლებთ დაბალი საპროცენტო განაკვეთით. კრედი 24-ის კატალოგში მარტივად იპოვით სხვადასხვა ტიპის სესხებს, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიანს. გაეცნობით სასარგებლო ინფორმაციას, რაც გონივრული გადაწყვეტილების მიღებას გაგიმარტივებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები