„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
ავერსი-ფარმასა” და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის 26 ივლისს ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, კომპანიის თანამშრომლები ხელფასიდან ყოველთვიურად ჩარიცხავენ ფონდის ანგარიშზე განსაზღვრულ თანხას. სოლიდარობის ეს ნებაყოფლობითი აქტი “ავერსის” მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ ერთი დასტურია.
მემორანდუმს ხელი “ავერსი-ფარმას” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ და საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძემ მოაწერეს.
- "ავერსი" მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიაა და მისი თითოეული თანამშრომელი მუდმივად გრძნობს ამ პასუხისმგებლობას, – აღნიშნა ირაკლი ფურცელაძემ, – ამიტომ ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს სოლიდარობის ფონდის წინადადება, წვლილი შეგვეტანა ონკოლოგიური დაავადების მქონე 22 წლამდე ასაკის პაციენტების მკურნალობის დაფინანსებაში. გაფორმდა მემორანდუმი და ჩვენ, ავერსელებმა, ვიკისრეთ ვალდებულება, ჩვენი ხელფასიდან განსაზღვრული თანხა ყოველთვიურად ჩაირიცხოს სოლიდარობის ფონდის ანგარიშზე
. ფონდი მაღალპროფესიონალურ დონეზე ახორციელებს თავის საქმიანობას, უკიდურესად მძიმე ავადმყოფებს უწევს ფინანსურ დახმარებას ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მინდა, როგორც საქართველოს მოქალაქემ, მადლიერება გამოვხატო ფონდის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ყოველდღიური შრომით ცდილობენ, მძიმედ დაავადებულ ბავშვებს და ახალგაზრდებს მდგომარეობა შეუმსუბუქონ. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა "ავერსის" გუნდის თითოეულ წევრს, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან წამოწყებებს უყურადღებოდ არასოდეს ტოვებენ.
საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წლის 9 ივნისის სამთავრობო დადგენილებით დაარსდა. მისი მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით არასაბიუჯეტო რესურსების მობილიზება საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგომი ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად. იდეა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების: შვეიცარიის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვათა, – და გლობალური ორგანიზაციების – UNITAID-ის, ProductRed-ის – გამოცდილების შეჯერებით განხორციელდა.
“ავერსი” ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც ამ წამოწყებას მხარი დაუჭირა. ის თავადაც არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს და ამისთვის ყოველწლიურად მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს.
2013 წელს “ავერსის” თანამშრომლებმა დააარსეს ფონდი “ავერსელები ავერსელებისთვის”, რომლის მიზანი ერთმანეთის დასახმარებლად თანხების მობილიზებაა. ფონდმა დღემდე 104 ავერსელისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა დააფინანსა, რისთვისაც 357 000 ლარი დახარჯა.
ყოველი ავერსელი იზიარებს კომპანიის სოციალურ პოლიტიკას და აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო საქმიანობაში. “ავერსის” დევიზიც ხომ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე ზრუნვაა.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები