1 0 : 0 2
 | 

ბიზნესი

ანკა ბოჭორიშვილის გამოფენა თიბისი სტატუსისგან

„თიბისი სტატუსისა“ და Buyers.ge სახელით, ახალგაზრდა მხატვრის, ანკა ბოჭორიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა Buyers-ის სივრცეში შედგა. გამოფენაზე მულტიმედიაარტისტმა ნახატებთან ერთად ინსტალაციები და სკულპტურები წარმოადგინა.

მხატვარი 1995 წელს თბილისში დაიბადა. ხატვა ბავშვობაში დაიწყო და შემდეგ გადაწყვიტა, რომ შესაბამისი განათლებაც მიეღო. 2013 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, მაგრამ იქ სწავლა მალევე შეწყვიტა, რადგან გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებლად უკეთ განვითარდებოდა, როგორც ხელოვანი. მუშაობა მხატვრების ჯგუფთან „Stupid Kids Factory”-სთან ერთად გააგრძელა. ჯგუფთან ერთად მხატვარმა ორ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა:

ჯგუფის ერთ-ერთი წევრის სახელოსნოში „Stupid Kids Factory”-ში გამართულ გამოფენაში „Magic Room” (თბილისი, 2013) და „Summer Leftovers” (თბილისი, 2013). 2016 წელს ანკამ “პროექტ 12”-ში მიიღო მონაწილეობა - მისი ნამუშევარი თიბისი ბანკის სტიკერის დიზაინად შეირჩა და ბანკის ორგანიზებით, პროექტში მონაწილე სხვა 11 თანამედროვე მხატვართან ერთად ფაბრიკას სივრცეში გამოიფინა.   

„ამჯერად, ანკამ უკვე ახალი ნამუშევრები წარმოადგინა. პირველად სცადა მან გრაფიკის გარდა, სხვა მედიებში მუშაობაც. ანკას გრაფიკული ნამუშევრების ნაწილი განთავსდება უკვე თიბისი სტატუსის შეხვედრების სივრცეებში. გრძელვადიანი მიზანი ამ გამოფენის არის ის, რომ მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების პოპულარიზაციას. თიბისის ამოცანაა, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს ჩვენი მხრივ, ყველა საჭირო რესურსით დავეხმაროთ,” – ამბობს თიბისი ბანკის არტ კურატორი ნინა ახვლედიანი.

„თიბისი სტატუსი“ და Buyers.ge  მომავალშიც  გეგმავენ ერთობლივი პროექტების განხორციელებას. Buyers.ge-ზე უკვე იყიდება ანკა ბოჭორიშვილის ნამუშევრებიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:08

    „სტარტაპ დაზღვევა“ - თიბისი დაზღვევის და სტარტაპ...

    თიბისი დაზღვევა და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ სტარტაპერებს სპეციალურ პროდუქტს - „სტარტაპ დაზღვევას” სთავაზობს. დღეიდან, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ&...

  • 10:43

    გალფის ორგანიზებით, საქართველოში საწვავის მსოფლიო ...

    „საწვავის მსოფლიო დღე“ სუფთა გარემოსთვის საწვავის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას მიეძღვნება   17 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, საწვავის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით...

  • 13:19

    ლეგენდარული ბრენდი ThinkPad 25 წლისაა!...

    კომპანია Lenovo, მსოფლიო ლიდერი სახლისა და ბიზნესისთვის ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებაში, ლეგენდარული ThinkPad-ის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.   ThinkPad უკვე 25 წელია აოცებს...

  • 13:16

    თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინ...

    საერთაშორისოდ აღიარებულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად აღიარა კორპორატიული სეგმენტისთვის.  ამ ნომინა...

  • 13:11

    საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმარ...

    თბილისი, 13 ნოემბერი, 2017 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა Global Finance-ის ჯილდოს- „საქართველოში 2018 წლის საუკეთესო პირადი საბანკო მომსახურება“, მიღების თაობაზე. ხსენე...

  • 12:50

    ქალაქ რუსთავის სოციალური სამსახური (მერია) მზადაა ...

    სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა „ფონდი ნატახტარის“ პრესკონფერენცია თანხის შეგროვების მეექვსე ტალღის დაწყების თაობაზე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ჟურნალისტებთან ერთად, დაესწრნენ ...

  • 13:44

    პაშა ბანკის მხარდაჭერით მეორე CEO Lunch Tbilisi გა...

    27 ოქტომბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში CEO Lunch Tbilisi-ის მეორე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო ოთხმოცამდე სტუმარი საქართველოს და აზერბაიჯანის ბიზნეს და სამთავრობო სექტორებიდან.  CEO L...