„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკ...
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
|
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიას, მაგთიკომს, 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო, რომელიც საქართველოს რეგიონებში კომპანიის ფართოზოლოვანი კავშირის გავრცობას მოხმარდება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება მაგთიკომს საშუალებას მისცემს, კავკასუს ონლაინისგან შეისყიდოს ფართოზოლოვანი ფიქსირებული ინტერნეტქსელის პლატფორმა თბილისიდან მოშორებით მდებარე რეგიონებში ქსელის გაფართოების მიზნით. მაგთიკომი, როგორც ინოვაციებითა და ტექნიკური პროგრესისაკენ სწრაფვით ცნობილი კომპანია, შეძლებს, მომხმარებელს უკეთესი და უფრო სწრაფი ინტერნეტმომსახურება შესთავაზოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამასთან, გაუმჯობესებული ხარისხის ინტერნეტკავშირის გავრცელება გაზრდის კონკურენციას საქართველოს კავშირგაბმულობის ბაზარზე და უბიძგებს სხვა ოპერატორებს, დაიცვან ქსელისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტი.
„ეს პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრირების მცდელობის კიდევ ერთ ნიმუშია. საქართველო მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა, სადაც რეგიონებს უფრო მჭიდრო საინფორმაციო კავშირი ესაჭიროებათ“, - აცხადებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის რეგიონული დირექტორი, ბრუნო ბალვანერა, „ცოდნის ეკონომიკაში ინვესტირების განხორციელებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ქვეყანაში ინოვაციათა სტიმულირებას ცდილობს. ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს მაღალხარისხოვანი მობილური ქსელის, ინტერნეტისა და ტელემაუწყებლობის პლატფორმის შემდგომ განვითარებას საქართველოს ძნელად მისადგომ რეგიონებში, რასაც მოჰყვება როგორც ადგილობრივი ეკონომიკის, ისე ზოგადად ქვეყნის კავშირგაბმულობის სექტორის წინსვლა. ჩვენ სიამოვნებით ვთანამშრომლობთ ისეთ ძლიერ პარტნიორთან, როგორც მაგთიკომია - კომპანია, რომელიც ცნობილია კავშირგაბმულობის სეგმენტში ფართო გამოცდილებითა და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტებით“.
„მაგთიკომი მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს უახლეს ტექნოლოგიებს.
ოპერირების დაწყებიდან მაგთიკომმა მოიცვა მობილური სამყაროს განვითარების ყველა საფეხური და მომხმარებელს შესთავაზა 2G, 3G, 4G და 4.5G ქსელები, ასევე - ფიქსირებული ტელეფონია და თანამგზავრული ტელევიზია.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან ამ დაფინანსების მიღება საშუალებას გვაძლევს უკეთესი საკაბელო ინტერნეტკავშირით უზრუნველვყოთ მომხარებელი, განსაკუთრებით - ქვეყნის შორეულ რეგიონებში,“- აცხადებენ მაგთიკომში.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვან ინსტიტუციონალურ ინვესტორად გვევლინება. ქვეყანაში ოპერირების დაწყებიდან მოყოლებული, ბანკმა 2. 73 მილიარდი ევროთი დააფინანსა 195 პროექტი ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სფეროებში. ამ ინვესტიციათა 91% კერძო სექტორში განხორციელდა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2016-2018 წლების სტრატეგიული გეგმა იმ ქვეყნებში, სადაც იგი ინვესტირებას ახდენს, საქართველოს ჩათვლით, სამი პრიორიტეტით ხასიათდება, ესენია: ეკონომიკური მოქნილობა, გლობალურ გამოწვევათა მიღება და რეგიონალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მობილობა მეტად ინტენსიური ხდება. შესაბამისად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკა. უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობისთვის მძღოლებმა ყურადღება უნდა...
1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტ...
Თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის ...
თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს: საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებსა და ბიზნეს ცენტრს. კომპ...
25-დან 28 აპრილის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის ნებისმიერი ბარათით შოპინგისას, დაიბრუნეთ თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი extra.ge -ზე. ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ...
საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება. ღონისძი...
თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა. QR-ით გადახდისას, მომხმარებელ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები