0 0 : 3 9
 | 

კრიმინალი

მკვლელობა მუხიანში - შსს განცხადებას ავრცელებს

 შსს მუხიანში მომხდარ მკვკლელობასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებული „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე დააკავა:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მიმდინარე წლის 13 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომ მუხიანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ნანახი იქნა დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი. პოლიცია შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა. მამაკაცს ქვედა კიდურებზე ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. 

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა, ოპერატიულად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, გარდაცვლილის ნათესავი - გ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს. 

პოლიციამ გ.ა.-ს სახელზე რეგისტრირებული დანაშაულის ჩადენის იარაღი - „რემუმინგტონ 700“ -ის მოდელის შაშხანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. შემთხვევის ადგილიდან, ასევე, ამოღებულია ტყვიის 2 მასრა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია" ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:48

    ბათუმში ოთხი დღეა 15 წლის გოგოს ეძებენ...

      ბათუმში ოთხი დღეა 15 წლის გოგოს ეძებენ. მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლე სახლიდან 20 აპრილს გავიდა, სკოლაში არ მისულა და მას შემდეგ ოჯახს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. გოგონ...

  • 15:35

    ბაჩო ახალაიას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიეს...

    პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეში...

  • 15:33

    "ვინაიდან არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული თამ...

    გაზეთი „კვირის პალიტრა“ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვეფხვია ბაქრაძის ჩვენებას აქვეყნებს.ჩვენებაში ბაქრაძე დეტალურად აღწერს მკვლელობის დღეს და იმას, თუ რა გარემოებაში მოკლა...

  • 14:43

    დიღომში "ჰაუზ მარკეტის" გაძარცვა სცადეს - ჩატეხილი...

    გუშინ ღამით ლუბლიანას 11 ნომერში მდებარე მარკეტ „ჰაუსის“ გაძარცვა სცადეს. მარკეტის მინა ჩამსხვრეულია და ამჟამად ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.დრონი.ჯი ესაუბრა მარკეტის თანამშრომელს. როგორც მ...

  • 19:24

    ყვარელში მესაზღვრე გარდაიცვალა...

    ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდადან რამდენიმე კილომეტრში მდებრე სასაზღვრო პუნქტში მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.როგორც ირკვევა მესაზღვრე სამსახურებრივი მოვალეობის...

  • 17:47

    მეექვსე სართულიდან ახალგაზრდა გოგონა გადმოვარდა...

    თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან ახალგაზრდა გოგონა გადმოვარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გოგონა მიღებული ტრავმებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგო...

  • 13:03

    რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჯარიაშენიდან მამაკაცი გაიტ...

    საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა,გორის რაიონიდან, სოფელი ჯარიაშენიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. გატაცებული 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილია.მესტუმრიშვილი მწყემსია და ის საოკუ...