1 4 : 1 9
 | 

კრიმინალი

თელავში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება

   თელავში გუშინ ღამით მომხდარი მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა და შურისძიება სახელდება. 30 წლამდე მამაკაცს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილი როლანდ დაუდაშვილის მეგობარმა განუცხადა, „ბრალდებულსა და გარდაცვლილს წარსულში ერთი გოგო უყვარდათ“. მისი თქმით, სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა მკვლელობის მიზეზი.

მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ გარდაცვლილილის ოჯახის წევრებს. ისინი მეგობრების მსგავსად მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობას და შურისძიებას ასახელებენ, „რადგან დაუდაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია“.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:03

    საშინელი ავარია თემქაზე - დაშავებულთა მდგომარეობა ...

    დღეს დილით თემქის მე-11 მიკრო რაიონში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.  შემთხვევის შედეგად მერსედესის მარკის ავტომანქანა ამობრუნდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან მძიმედ დაშავდა სამი ადამ...

  • 17:41

    თურქეთში სავაჭრო ცენტრებში ქურდობისთვის საქართველო...

      თურქეთში, ქალაქ თექირდაღში სავაჭრო ცენტრებში ქურდობისთვის საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა „მილიეტი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულები ზურგჩანთებში ალუმინის ფ...

  • 13:23

    დიდუბის ავტოსადგურში ქალის სიტყვიერი შეურაცხყოფის ...

    თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში ქალის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე 2 ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. პოლიციამ მათ მიმათ ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით შეადგინა, რაც წვრილმა...

  • 12:32

    მარტვილის გამგეობაში სავარაუდოდ, ფინანსური სამსა...

    მარტვილის გამგეობაში პოლიცია არის მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, მარტვილის გამგეობის ფინანსური სამსახურის უფროსი, გია ჩიხლაძე და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დააკავეს.დღეს მარტვილის გა...

  • 14:27

    ახალციხეში კაცმა ქალი დაჭრა...

      ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე 30 წლამდე კაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობე...

  • 12:25

    საფრანგეთსა და იტალიაში 35 პირი დააკავეს - დაკავე...

    რამდენიმე ქართველი მათ შორის კანონიერი ქურდები დააკავეს ფრანგმა სამართალდამცველებმა საფრანგეთსა და იტალიაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. სპეცო...

  • 23:00

    სროლა რკინიგზის სადგურთან - პოლიციამ შეიარაღებული ...

    სროლა იყო ცოტა ხნის წინ რკინიგზის სადგურთან. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მამაკაცს სავარაუდოდ სამი პირი მისდევდა. ადგილზე მივიდა პოლიცია, რომელიც მათ დაკავებას ცდილობდა. თვითმხილველთა თქმით, ერთ-...