1 7 : 5 9
 | 

კრიმინალი

21 წლის სექსმუშაკი ძველი თბილისის სამმართველოს უფროსს ცემაში ადანაშაულებს

ჩამოტვირთვა

21 წლის სექსმუშაკი ი.ლ. ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებს, მათ შორის, განყოფილების უფროსს სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ცემაში ადანაშაულებს. ექიმებმა მას ტვინის შერყევა დაუდგინეს. 

ი.ლ.- ს მონათხრობის მიხედვით, დღეს დილით ელბაქიძის დაღმართზე მდებარე ერთ-ერთ საშაურმეში მივიდა და შაურმა შეუკვეთა. გამყიდველი მას, რაკიღა მიხვდა, რომ მყიდველი სექსმუშაკი იყო, აგდებულად დაელაპარაკა და საუბარი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რა დროსაც გამყიდველმა გოგონას დაარტყა.

ი.ლ.- მ საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა პატრულის ეკიპაჟის ნაცვლად მასთან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. გოგონა ამბობს, რომ პოლიციას მისთვის დახმარება არ აღმოუჩენია და რეაგირება არ მოუხდენია. პოლიციელებმა კონფლიქტის მხარეები „შეარიგეს“ და წავიდნენ.

რამდენიმე წუთის შემდეგ ი.ლ.- მ კვლავ დარეკა პოლიციაში, განაცხადა, რომ გამოძახებულ პოლიციელებს რეაგირება არ მოუხდენიათ და კვლავ ითხოვა ეკიპაჟის გამოძახება, მოითხოვა სასწრაფო დახმარებაც.

გოგონას სხეულზე გარეგნული დათვალიერებით ჩალურჯებები, და დასისხლიანებული ნაჭდევები ეტყობა, ი.ლ-ს თქმით, ხელმეორედ გამოძახებულმა პოლიციელებმა სასწრაფო დახმარების მანქანიდან თმით გადმოათრიეს, თრევით წაიყვანეს პოლიციის მანქანისკენ და ურტყამდნენ. 

„ხელმეორედ გამოძახებისას იგივე პოლიციელები მოვიდნენ, ვინც ადრე. რომ დავინახე, ვკითხე აქ რა უნდოდათ და იგივე პოლიციელები რატომ მოვიდნენ. პოლიციელი მაგინებდა, შეურაცხყოფას მაყენებდა, ჩაკვდიო, მეუბნებოდა, საპასუხოდ შევაგინე და ხელსახოცი ვესროლე, მაშინვე მეცა, თმებით ჩამომათრია, მირტყამდა და პოლიციის მანქანისკენ მიმათრევდა. შემდეგ სამმართველოშიც გადამიყვანეს და იქაც მირტყამდნენ" - ყვება. ი. ლ.

გოგონამ მეგობარს დაურეკა, მეგობარმა კი ადვოკატ ნინო ბოლქვაძეს, ი.ლ.-ს ინტერესებს ბოლქვაძე იცავს. 

ბოლქვაძის თქმით, პოლიცია ცდილობს, გოგონაზე ზეწოლა მოახდინოს და ჩვენებაზე უარი ათქმევინოს. „მას უთხრეს, რომ თუ არ იჩივლებდა, მხოლოდ ჯარიმით გადარჩებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაპატიმრებით ემუქრებიან", - ამბობს ადვოკატი. 

აღსანიშნავია, რომ პოლიციელები საკმაოდ აგდებულად და დამცინავად მიმართავდნენ დაზარალებულსაც და ადვოკატსაც. მაგალითად, - „რა ხდება აბა, გადარჩება?" - ჰკითხა ერთმა პოლიციელმა ექიმებს.

აღსანიშნავია, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლები თავდაპირველად ადვოკატს ნებას არ რთავდნენ, საავადმყოფოში გაჰყოლოდა, როცა პოლიციელი უკვე სასწრაფო დახმარების მანქანაში იჯდა. ბოლქვაძე კი შიშობდა, რომ გზაში გოგონაზე ზეწოლას მოახდენდნენ. 


ამ მომენტისთვის გოგონა ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მას ექიმებმა ტვინის შერყევა დაუდგინეს. ადვოკატმა დარეკა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სახალხო დამცველის აპარატში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. პოლიცია ი.ლ.-ს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობაში სდებს ბრალს.


liberali.ge
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:52

    ვაჟა-ფშაველას გამზირზე გვიან ღამით დაჭრილი ახალგაზ...

    ვაჟა-ფშაველას გამზირზე გვიან ღამით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.როგორც ადგილობრივები...

  • 14:58

    შსს: ,,დაკავებული დავით როსტომაშვილმა და მისმა ქა...

    შინაგან საქმეთა სამინისტრო იუმორისტ დავით როსტომაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყება განმარტავს, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია 1...

  • 12:56

    ყვარლის რაიონში მამათილმა რძალს თოფი ესროლა...

    ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში მამათილმა რძალს თოფი ესროლა, 26 წლის თამარ თამაზაშვილს ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, ს...

  • 11:23

    დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მ...

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთობლივად ჩატა...

  • 23:28

    ვიდეოკადრები - დავით როსტომაშვილზე თავდასხმის ბრალ...

    შინაგან საქმეთა მინისტრმა გაქცეული პატიმრის საქმეზე დასმულ კითხვებს არ უპასუხა. უკვე ერთი კვირაა გიორგი მღებრიშვილის უწყება არ პასუხობს, თუ როგორ მოახერხა მძიმე დანაშაულში ბრალდებულმა ერთ-ერთი ყველაზე...

  • 11:22

    მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტ...

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძო პირის კუთვნილი არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თა...

  • 11:17

    მარნეულში ერთ-ერთ ოჯახზე თავდასხმა იგეგმებოდა - შს...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციი...