0 5 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ვოლვო ქარ კავკასია“ უკვე მეორედ Excellence Club-ის ჯილდოს მფლობელია

საერთაშორისო აღიარება „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ბარსელონაში გამართულ Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე მოიპოვა. 2023 წლის გაყიდვების გეგმის შესრულება, ბაზრის წილის ზრდა, Volvo Cars-ის გლობალური სტანდარტების 100%-ით შესრულება, სხვადასხვა სისტემის ათვისება, მომხმარებლის უკუკავშირი და სერვისის მრავალფეროვნება - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ყველა კრიტერიუმში, მსოფლიო მასშტაბით, უფრო გამოცდილ კონკურენტებზე უკეთესი შედეგი აჩვენა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „Excellence Club-ის ჯილდო 30-მდე კრიტერიუმს მოიცავს და ჩვენ შევძელით, უკვე მეორედ საუკეთესო შეფასებები მიგვეღო თითქმის ყველა კრიტერიუმში. ნამდვილად ამაყოა, რომ 50-მდე იმპორტიორს შორის საუკეთესო შედეგები ვაჩვენეთ. აღნიშნული ჯილდო გასულ წელსაც გადმოგვეცა. ზოგადად, საკმაოდ იშვიათია, რომ ერთმა იმპორტიორმა 2 წლის განმავლობაში Excellence Club-ის ჯილდოს ზედიზედ ორჯერ მოპოვება მოახერხოს, „ვოლვო ქარ კავკასიამ“ კი ეს შეძლო“.

Excellence Club წარმატების პირდაპირი ინდიკატორია, ეს არის „ოსკარი“, რომელსაც „Volvo“ თავისი პარტნიორებისთვის აწესებს. „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ამ ჯილდოს მიღებით დაამტკიცა, რომ კომპანიაში ოპერაციები მაქსიმალურად გამართულია და შვედურ სტანდარტებსა და მუშაობის პრინციპებთან სრულ თანხვედრაშია.

აღსანიშნავია, რომ ბარსელონაში გამართულ ბიზნესკონფერენციაზე საოპერაციო ლიდერის ჯილდო დაიმსახურა „ვოლვო ქარ საქართველომ“,  Operation Leader-ის წოდება მათ ახალი შოურუმის წარმატებული გახსნისთვის გადაეცათ.

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „Volvo Retail Experience ახალი შორუმის გახსნას ძალიან დადებითი შეფასება მოყვა, სათაო ოფისი აღფთოვანებული იყო ყველა პროცესით, რომლებიც შოურუმს უკავშირდება, სწორედ ამიტომ საოპერაციო ლიდერის ჯილდო დავიმსახურეთ“.

„ვოლვო ქარ საქართველოს“ 1200 კვადრატულ მეტრზე განლაგებული შოურუმი საექსპოზიციო და მომსახურებისათვის განკუთვნილ სივრცეებს აერთიანებს. შოურუმში, შვედური ბრენდის ავტომობილების სამოდელო რიგთან ერთად, აქსესუარების დიდი არჩევანია წარმოდგენილი. მომხმარებელი შეძლებს, დაათვალიეროს ვოლვოს მოდელები, სურვილის შემთხვევაში საკუთარი გემოვნებითა და მასალებით შეარჩიოს ავტომობილი და ისარგებლოს ტესტდრაივით. „ვოლვო ქარ საქართველოს“ მომსახურების ცენტრი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც Volvo Retail Experience კონცეფციით შეიქმნა და შვედეთში არსებული შოურუმების ანალოგია.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია "ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

„ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს  და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...