2 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

განსაკუთრებული ფასები Mazda CX5-სა და Mazda CX60-ზე - Black Friday-ს შეთავაზებები „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“

ნოემბრის ბოლო კვირა ყველასთვის გამორჩეულია ე.წ. Black Friday-ს შეთავაზებებით. კომპანიები მომხმარებლებს მიმზიდველ ფასდაკლებებს სთავაზობენ და ამ მხრივ გამონაკლისი არც „მაზდა ცენტრი თეგეტაა“. კომპანიის ისტორიაში პირველად,წელს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, Black Friday-ს შეთავაზებებით ისარგებლოს და იაპონური ბრენდის ავტომობილები განსაკუთრებულ ფასად შეიძინოს. „მაზდა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზებები მაზდას ორ გამორჩეულ მოდელს: Mazda CX5-სა და Mazda CX60-ს ეხება. 

შეთავაზების ფარგლებში Mazda CX5-ის შეძენა $32,400-ის ნაცვლად,  24 500 დოლარად არის შესაძლებელი. ხოლო Mazda CX60-ის ფასი $49 000-ის ნაცვლად 39 000 დოლარია.

Mazda CX5 მსოფლიოში და საქართველოში მაზდას ყველაზე გაყიდვადი მოდელია. SUV ტიპის ავტომობილი „მაზდა ცენტრი თეგეტას“ შოურუმში რამდენიმე კომპლექტაციითაა წარმოდგენილი.იაპონური ხარისხის თვალსაჩინო წარმომადგენელი გამძლე, საიმედო ავტომობილია, რომელიც ქალაქშიც და ქალაქგარეთაც  კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს.

რაც შეეხება მეორე მოდელს, რომლის შეძენაც შავი პარასკევის სპეციალური ფასითაა შესაძლებელი - ეს არის სრულიად ახალი Mazda CX60. ავტომობილი 3,3  ტურბო „მაილდ-ჰიბრიდული“ ძრავითაა წარმოდგენილი და, შესაბამისად, მეტად მძლავრია, თუმცა, სიმძლავრესთან ერთად, მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ეკონომიურობაცაა. გაუმჯობესებული დიზაინითა და პერფორმანსითMazda CX60 საუკეთესოდ ასახავს მაზდას სწრაფვას პრემიუმ სეგმენტისკენ. 

ელენე მამულაშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „Mazda CX5-ზე ყოველთვის ყველაზე მაღალია მოთხოვნა მაზდას მოდელებს შორის და ეს მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ეს არის ავტომობილი, რომელიც თავს აყვარებს მომხმარებელს და, ზოგადად, მაზდას მფლობელები ერთგულებით გამოირჩევიან,ამიტომაც, როცა არსებობს მიზეზი და შესაძლებლობა, ყოველთვის ვცდილობთ, ეს მოდელი საუკეთესო ფასად შევთავაზოთ მომხმარებლებს.

Mazda CX60 საქართველოს ბაზარზე წელსშემოვიდა და, შესაბამისად, გვინდა, ეს ახალი მოდელი გავაცნოთ ჩვენს მომხმარებლებს, დამატებითი ბიძგი მივცეთ, რომ გამოცადონ, ნახონ მისი უპირატესობები და თავად შეაფასონ.

ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებლის მოთხოვნებს არასდროს ჩამოვრჩეთ და მათთვის ყველაზე საუკეთესო შეთავაზებები დავგეგმოთ და განვახორციელოთ“.

მაზდას ორივე მოდელი „მაზდა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია ხელმისაწვდომი. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, დაჯავშნოს ტესტდრაივი და თავად გამოცადოს ავტომობილის შესაძლებლობები. „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევის აქცია 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

--

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...