2 2 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი - თავზე ნაცრის დაყრის დრო არ არის, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ სხვა ქართველებით სიამაყე! - ძალიან ვამაყობ ჩვენი ქართველებით უკრაინაში და თქვენ?

მინდა გავიხსენო თუ რა როლი შეასრულეს ქართველებმა უკრაინის დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნაში. თავზე ნაცრის დაყრის დრო არ არის, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ სხვა ქართველებით სიამაყე! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ამაყობს ყველა იმ ქართველით, რომლებმაც უკრაინის სახელმწიფოს მშენებლობაში წვლილი შეიტანეს.

„დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა!

მინდა გავიხსენო თუ რა როლი შეასრულეს ქართველებმა უკრაინის დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნაში. უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა გრუშევსკიმ თბილისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა. "ვარდების რევოლუციას” უმნიშვნელოვანესი გავლენა ჰქონდა "ნარინჯისფერ რევოლუციაზე".

მას შემდეგ რაც მე 2014 წლის მაიდანზე ჩავედი (მაიდნის ამ მოვლენების დროს 2 ქართველი დაიღუპა) ჩემთან ერთად კიევში ნამდვილი ქართული დესანტი გადასხდა. უზარმაზარი გავლენა ჰქონდა კახა ბენდუქიძის იდეებს. კიევის ცენტრში ერთ-ერთ მთავარ ქუჩას მისი სახელი დაარქვეს. უკრაინაში ახალი პოლიციის შექმნაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ეკა ზღულაძემ და ხატია დეკანოიძემ, რომელიც გახდა უკრაინის ნაციონალური პოლიციის პირველი უფროსი. გიორგი ვაშაძემ, ადგილობრივ ქართველთან - ლევან ფარცხალაძესთან ერთად, კიევის ცენტრში ქართული იუსტიციის სახლის პირველი ანალოგი ააშენა და შექმნა მოდელი, რომელსაც ‘’Готово’’ ეწოდა.

მთელი უკრაინისთვის ჩვენ ყველანი ჩართული ვიყავით სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალე სისტემის შექმნაზე, რომელსაც ‘’პროზორო’’ ეწოდა.

მარიუპოლის მშენებლობაში და ინვესტიციების მოზიდვაში აქტიურად იყო ჩართული ლევან ვარშალომიძე. ფაქტობრივად, მარიუპოლის ბათუმიზაცია ლევანის პროექტი იყო და რომ არა ეს მოვლენები, დღეს მარიუპოლი სულ სხვანაირი იქნებოდა.

გოგა ცხაკაია უკრაინაში რეფორმების სხვადასხვა მიმართულებით გატარების, ისეთი როგორიცაა: საბაჟო, სამშენებლო ნებართვები და სხვა, ერთ-ერთი წარმატებული და ცენტრალური ფიგურაა.

კობა ნაყოფია ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. საკუთარი ინიციატივებითა და გადადგმული ნაბიჯებით, კობა კიდევ უფრო აძლიერებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობას.

გია ლორთქიფანიძემ პრაქტიკულად თავიდან ჩამოაყალიბა უკრაინის კონტრდაზვერვა. დათო ლორთქიფანიძემ, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილეობისას გამოიძია უკრაინის ისტორიაში და იმ დროისთვის ყველაზე რეზონანსული საქმე, დააპატიმრა ქალაქ კიევისა და კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის პროკურორი.

გიზო უგლავამ ჩამოაყალიბა უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის ‘’НАБУ’’ - გამოძიების ინსტიტუტი. მას შემდეგ, რაც ამ სამსახურს სათავეში ჩაუდგა ჩემი მრავალწლიანი თანაშემწე სიმონ კრივონოსი НАБУ-მ ანტიკორუფციულ სფეროში სასწაულების კეთება დაიწყო. მაგალითად, დააპატიმრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ქალაქ ოდესის მერი და ბევრი სხვა მაღალი თანამდებობის პირი.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი სამხედროები. ვამაყობ, რომ ჩემმა კიდევ ერთმა თანაშემწემ გიორგი ქუფარაშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა „აზოვის’’ შექმნაში და დღესაც მძიმე ჭრილობის შემდეგ დაბრუნდა მწყობრში.

2014 წლიდან 70-ზე მეტმა ქართველმა გაწირა თავი უკრაინისთვის და, შესაბამისად, საქართველოსთვის. ქართულ ლეგიონს და მამუკა მამულაშვილს მთელი უკრაინა იცნობს.

რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში უკრაინის ხელისუფლებამ მთავარი ფუნქცია ზურაბ ადეიშვილს დააკისრა.

ასე რომ, თავზე ნაცრის დაყრის დრო არ არის! ქართველებმა უნდა ვისწავლოთ სხვა ქართველებით სიამაყე!

მე ძალიან ვამაყობ ჩვენი ქართველებით უკრაინაში და თქვენ?”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...