0 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკმა მეთევზეობის თემაზე აგროფორუმი გამართა

თიბისი ბანკის აგროფორუმები რეგიონებში  გრძელდება და კახეთიდან უკვე შიდა ქართლში,  განსხვავებული თემატიკით ინაცვლებს. 

ამჯერად, ფორუმი გორში გაიმართა. დამწყებ  ფერმერებს და სოფლის მეურნეობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ,  თევზის მოვლა-მოშენების შესახებ უახლეს  ინფორმაციას გასცნობოდნენ და მათთვის საინტერსო კითხვებზე  დარგის ექსპერტებისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები. 

ფორუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სოფლის განვითარების სამმართველოს უფროსი,  არჩილ ფარცვანია  და თიბისი ბანკის აგრობიზნესის განვითარების კოორდინატორი, შოთა გონგლაძე უძღვებოდნენ. 

„ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა რეგიონი მოვიცვათ და ფერმერებს შესაძლებლობა მივცეთ, ეფექტურად მართონ თავიანთი მეურნეობა. დარგის სპეციალისტები, რომლებიც შეხვედრებს უძღვებიან, სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს უახლეს ინფორმაციას აწვდიან  და საქმიანობიდან გამომდინარე პრაქტიკულ რჩევებსაც აძლევენ, რაც ვფიქრობ, ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა,“ - ამბობს თიბისი ბანკის  აგრობიზნესის განვითარების კოორდინატორი, შოთა გონგლაძე. 

გორის  შემდეგ თიბისი ბანკის აგროფორუმები უკვე  საქართველოს სხვა ქალაქებში გადაინაცვლებს. ფორუმებზე დასწრება თავისუფალია, შეხვედრების თემატიკა კი რეგიონების შესაბამისად შეიცვლება.

თიბისი ბანკი სოფლის მეურნეობის სექტორის განვითრების მხარდასაჭერად უკვე წლებია არაერთ პროექტს ახორციელებს.  ეს მხარდაჭერა მოიცავს ფერმერებისთვის როგორც აგროპროდუქტების შეთავაზებას, ისე ტრენინგებსა და კონსულტაციებს, რაც მათთვის  რჩევებისა და უახლესი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...