0 3 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"რამდენიმე დღის ევა მოუთმენლად ელოდება დედას" - მშობიარე მოულოდნელად კომაში ჩავარდა

ახლახან სოციალური ქსელი ახალგაზრდა მშობიარის, ნათიას ჩაგანავას ამბავმა შეძრა. ახალგაზრდა დედა საკეისრო კვეთის შემდეგ კომაში ჩავარდა. მან თავისი პაწაწინა შვილის გულში ჩახუტება მოასწრო მხოლოდ. ნათიას გადასარჩენად განსცხადებაც გავცელდა. "მეგობრებო ბათუმელ ნათია ჩაგანავას აქვს მძიმე მდგომარეობა!!! 10 აპრილის საკეისრო კვეთის შემდეგ, ერთი დღე მოასწრო ჩახუტებოდა თავის პირევლ შვილს, პირველ სიხარულს. მას შემდეგ აპარატით ცოცხლობს!!! დაუდგენლი მიზეზებით ჩავრდა კომაში, დარჩა რამოდენიმე დღის ევა რომელიც მოუთმენალდ ელოდება დედას. ნათიას აქვს გადარჩენის შანსი. ოჯახმა მიიღო ტრანპორტირების ნებართვა. სასწარფოდ გადაჰყვათ თურქეთში. 
გვჯერა რომ ხალხის წყალობითეს თანხა შეგროვდება. გთხოვთ დაგვიდგეთ მხარში, მას ხომ ცხოვრება წინ აქვს...


დეტალური ინფორმაციისთვის ბათუმში ოჯახის ახლობელს – თიკო აბაშიძესდავუკავშირდით...

-  უმძიმესი მდგომარეობაა, იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რაც ახლა აქ ხდება. ნათიას მეუღლე ნერვიულობისგან იმდენად ცუდად გრძნობს თავს, რომ ვეღარც საუბრობს... თურქეთის კლინიკა 54 ათას დოლარს ითხოვს და ვადა მხოლოდ ორი დღე გვაქვს. აჭარის ჯანდაცვა 15 ათას ლარს იხდის, ოჯახს გვაქვს 11 ათასი ლარი და ხალხის მიერ შემოსულმა თანხამ 6 ათასი ლარი შეადგინა მხოლოდ 24 საათში...
-  რატომ დამძიმდა ასე მშობიარის მდგომარეობა?
-  სპინალური გაუტკივარება გაუკეთეს, ვერ მოხვდნენ ხერხემალში, შემდეგ კიდევ ნარკოზი გაუკეთეს... ამ ყველაფერს ძალიან დიდი გამოცდილება სჭირდება და დღეს შეცდომას თავის თავზე არავინ იღებს... ნათია ერთი დღე კარგად იყო, თავის შვილს ჩაეხუტა, გვერდით ჰყავდა და მერე დაიწყო ჩივილები - ხელები მიბრუჟდება, ფეხები მერთმევაო... შემდეგ ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში და რაც იქ ნათიას მეუღლემ გადაიტანა, ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ენით აუწერელი ტრაგედიაა... ტვინს სისხლი არ მიეწოდებოდა და ამას მხოლოდ მეორე დღეს მიხვდნენ... ტრანსპორტირების უფლება დღეს კი გაიცა, მაგრამ თურქეთის კლინიკა უზარმაზარ თანხას ითხოვს და არ ვიცი არ გვეშველება... ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ!

როცა ჯანმრთელი მშობიარე ასეთი გართულების წინაშე დგება, ბუნებრივია უამრავი შეკითხვა ჩნდება. იგულისხმება თუ არა ასეთი რისკი საკეისროს ან გაუტკივარების შემთხვევაში. ამ კითხვით აკადემიკოს რეპროდუქტოლოგ არჩილ ხომასურიძესმივმართეთ:

-  პროცედურა, ნებისმიერი სპინალური ანესთეზიისა გამოსავალია მშობიარობის გაუტკივრების. თუმცა ძალიან მაღალი რისკისაა. განსაკუთრებით მაღალი ტექნიკა სჭირდება ანესთეზიოლოგს პროცედურის ჩატარების დროს. ძალიან უნდა გაუფრთხილდეს ზურგის ტვინს, რომელიც პირდაპირ იქვეა... ნებისმიერმა უხერხულმა მდგომარეობამ შეიძლება ზურგის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს, რაც დამბლას იწვევს და შეიძლება ლეტალური შედეგითაც დამთავრდეს.. გამოცდილ კლინიკებში ახერხებენ და საკმაოდ იშვიათია გართულებები. თბილისში მაგალითად გართულებები ალბათ ერთ პროცენტს არ აღემატება... კონკრეტულად ამ მშობიარეს შემთხვევაში არანაკლები სახიფათო იყო საერთო ანესთეზიის გაკეთება. სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, რადგან მშობიარობა დაწყებული იყო. სპინალური გართულებული იყო, დაემატა კიდევ ნარკოზი და ახლა ძნელი სათქმელია, გართულებები რამ გამოიწვია... თუმცა როგორც ახლობლები ამბობენ, ერთი დღე კარგად იყოო, ეს ნიშნავს რომ არ უნდა იყოს სპინალური ანესთეზიის გართულება. საერთო ანესთეზიიდანაც გამოვიდა და ეტყობა მერე დაემართა რაღაც... დამატებითი თერაპიიის მრავალი გართულება არსებობს... მიუხედავად ჩემი მკაცრი დამოკიდებულებისა, მთელი პასუხიმგებლობით შემიძლია ვთქვა რომ ბათუმში კარგი კლინიკებია... თუ თურქეთში უნდა გადაიყვანონ პაციენტი, ჩემი რჩევა იქნება, რომ დასავლეთ თურქეთის კლინიკებია უფრო მაღალი დონის. არავითარ შემთხვევაში არ წავიდნენ აღმოსავლეთ თურქეთის კლინიკებში!

ოჯახის თანხმობით ნათიას დასახმარებლად ვაქვეყნებთ შემდეგ ანგარიშებს:
იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ
საიდენტიფიკაციო კოდი:445473014
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები :ააიპ იალქანი
საქართველოს ბანკი
#GE55BG0000000588221400
თიბისი ბანკი:
ლარში
#GE12TB7990736080100007
$-დოლარში
#GE94TB7990736180100002
EVRO-ევრო
#GE94TB7990736180100002
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან
1 ლარი
სურვილის შემთხვევაში დაკავშირებას შეძლებთ შემდეგ ნომერზე: 599 33 01 14
მანანა გაბრიჭიძე
წყარო:

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...