2 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილი ჯერ არ გამინადგურებია, თუმცა ეს ჩემი მიზანია!

 იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაზეთ „ვერსიასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ 2000 წელს მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრად ყოფნის პერიოდში მოადგილის თანამდებობა შესთავაზა, რაზეც წულუკიანმა უარი განაცხადა.

– 2000 წელს, როდესაც მუშაობა სტრასბურგის სასამართლოში დავიწყე, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო და საერთო ნაცნობის მეშვეობით, მინისტრის მოადგილის პოსტი შემომთავაზა. თავდაპირველად, ეს შემოთავაზება ხუმრობად მივიღე, რადგან ვერ წარმომედგინა, რომ 25 წლის ადამიანი შეიძლება, მინისტრის მოადგილე გამხდარიყო. მახსოვს, არც კი დავფიქრებულვარ, შემოთავაზებაზე უარი ისე ვთქვი, თან გამეცინა. ასაკისა და გამოცდილების გარდა, არც იმას დაგიმალავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 2000 წლის შემოდგომიდან ჩემს თვალში სიმპათიით არ სარგებლობდა და არ ვთვლიდი, რომ საქართველოსთვის სიკეთის მოტანა შეეძლო.

– „ნაციონალთა” შემოთავაზება რომ მიგეღოთ, ნაციონალური პიარის ღერძი გახდებოდით და პრეზიდენტი წარამარა გაგვახსენებდა, აი, თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოში ამხელა თანამდებობა დატოვა და სამშობლოში დაბრუნდაო…

– რა თქმა უნდა, ასე იქნებოდა…

 – თქვენი უარით საერთოდ გაგინადგურებიათ პრეზიდენტი…

– მგონი, ჯერ არ გამინადგურებია, თუმცა ეს ჩემი მიზანია. განადგურებული რომ მყავდეს, მაშინ მიზანი აღარ მექნებოდა.

– ესე იგი, როგორც კი სააკაშვილს პოლიტიკურად გაანადგურებთ, პოლიტიკიდან წახვალთ?

– ეს გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ მინდა, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავიდეს…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...