1 4 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„უდიდესი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მოხდეს სისხლისღვრა“ – ნიკა მელია ბორჯომის მოვლენებზე მთელ პასუხისმგებლობას კვირიკაშვილს და ივანიშვილს აკისრებს

   ბორჯომის საკრებულოში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მძაფრი, ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელსაც ბორჯომის მერიის თანამშრომლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, აცხადებს, რომ „ნებისმიერი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერისთვისაც ბორჯომის საკრებულოში უნდა იყოს ნათელი, რომ ეს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობისა და აგრესიის პერსონიფიკაცია“

   მან „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ბორჯომიდან ჩართვისას ცოტა ხნის წინ თქვა, რომ „ქართული ოცნების 700-ამდე აქტივისტს, ზონდერებს ჰყავთ გამომწყვდეული დეპუტატები ბორჯომის საკრებულოში ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებსაც აქვთ ამ საკრებულოში უმრავლესობა“ და „უკვე 9 საათის განმავლობაში ისინი არიან გამოკეტილნი“ და მელიას განცხადებით, ეს უკავშირდება იმას, რომ სადღეისოდ „ბორჯომის მერს აქვს ხელფასი 2 650 ლარი და ითხოვს 3 500 ლარს, ბორჯომის მერის მოადგილეს აქვს 2000 ლარი ხელფასი დაითხოვს 2 600 ლარს და სამსახურის უფროსებს აქვთ ხელფასი 1 550 ლარი და ითხოვენ 2 000 ლარს. 

   ეს მაშინ, როდესაც მთელი საქართველო არის შიმშილის პირას; ეს მაშინ, როდესაც ყოველი მეექვსე მოქალაქე ქვეყანაში იკვებება ვალით ჩვენ ქვეყანაში და შიმშილობს, ყველა კვლევა ამას აჩვენებს, ნახევარი ბორჯომი შიმშილობს მათ შორის“.

„მინდა ახლა ბატონი კვირიკაშვილის და ივანიშვილის გასაგონად ვთქვა, რომ მთელი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, რამდენიმე წუთში აი ამ საკრებულოს სხდომათა დარბაზს დავტოვებ და გავალ იქ, სადაც ზონდერები არიან და მთელი პასუხიმგებლობა გეკისრებათ თქვენ“, აღნიშნა მელიამ და დაამატა, რომ „ქართულ ოცნებას“ გარეთ მობილიზებული ჰყავს ზონდერები, მაგრამ „მათ თუ ჰგონიათ, რომ ან მუშტით, ან თოხით, ან ბარით, ან ნაჯახით ან მე ან ჩემს მეგობრებს გაგვაჩერებენ, ძალიან ცდებიან, ტყვია გავგვაჩერებს მხოლოდ. ეს არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს თვითმმართველობის ისტორიაში კი არა, არ ახსოვს არავის მსგავსი იმისა, რაც აქ ხდება. ნუთუ არ იცის მთელი 9 საათის განმავლობაში, რა ხდება აქ, პრემიერმა კვირიკაშვილმა?“, იკითხა მელიამ და დაამატა, რომ თავს იკავებს სხდომათა დარბაზიდან გარეთ გასვლისაგან, რადგან „უდიდესი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მოხდეს სისხლისღვრა“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...