0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ომეგა ჯგუფი" იმედს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

ჩამოტვირთვა

   "ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ლევან აღდგომელაშვილი, ტელეკომპანია "იმედს", სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. 

  აღდგომელაშვილი ტვ "იმედის" ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც "ომეგა ჯგუფის" სასამართლო დავებს ეხებოდა.აღდგომელაშვილი ტყუილს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ უზენაესმა სასამართლომ "ომეგა ჯგუფის" სარჩელი არ განიხილა. 

  მისი განცხადებით, საქმე წარმოებაში იქნა მიღებული, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა."ომეგა ჯგუფის" წარმომადგენელი ტყუილს უწოდებს იმ ფაქტსაც, თითქოს სასამართლომ "ფილიპ მორისს" 70 მილიონი დააკისრა. აღდგომელაშვილის თქმით, მსგავსი სასამართლო პროცესი ბუნებაში არ არსებობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები