მსოფლიო
"ტრამპი რუსეთთან მიმართებაში გაცილებით ხისტი უნდა იყოს"- სააკაშვილი
2018-02-23 14:50:56
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპი რუსეთთან მიმართებაში გაცილებით ხისტი უნდა იყოს
„პუტინი ვერ იტანს ამერიკას. მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება აშშ-ს პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინისთვის ამერიკის კარგი პრეზიდენტი სუსტი პრეზიდენტია
„ბევრ რამეში დონალდ ტრამპი სწორ გზაზე დგას. ის აძლიერებს აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს, ვინაიდან პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის. თუმცა, აშშ-მ ასევე უნდა განაგრძოს ხისტი პოზიციის გამოხატვა დემოკრატიისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე, ვინაიდან ეს თემები უსაფრთხოებას უკავშირდება”, - განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები