0 3 : 2 5
 | 

მსოფლიო

,,ასხურეთ ნაკურთხი წყალი სახლში, თქვენს შვილებს, თქვენს კარ-მიდამოს და სულიწმინდა დაისადგურებს თქვენთან"

დღეს თქვენ წაიღებთ ნაკურთ წყალს სახლში, ასხურეთ ნაკურთხი წყალი სახლში, თქვენს შვილებს, თქვენს კარ-მიდამოს და სულიწმინდა დაისადგურებს თქვენთან, - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელ წირვაზე მრევლს. პატრიარქმა სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა. 

”დიდება შენდა და მადლობა შენდა, უფალო. დღეს განიწმინდა მთელი მსოფლიო სულისა წმინდისა გარდამოსვლითა, რომელიც გარდამოვიდა სახითა მტრედისათა და ხმა იყო მამისა: ”შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ სათნო იყავ”. ინებოს უფალმა, რომ ყოველი ჩვენგანი გახდეს ტაძარი სულისა წმინდისა. წმინდა სამება არის ის ძალა, რომელიც განწმენდს კაცობრიობას ყოვლისაგან ბიწისა და იხსნის ბოროტისგან. ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანი განიწმინდოს. დღეს თქვენ წაიღებთ ნაკურთ წყალს სახლში, ასხურეთ ნაკურთი წყალი სახლში, თქვენს შვილებს, თქვენს კარ-მიდამოს და სულიწმინდა დაისადგურებს თქვენთან”, - განაცხადა პატრიარქმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები