0 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კახა კალაძემ საცობების დარეგულირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის მერის კახა კალაძისა და შს მინისტრის შეხვედრის მთავარი თემა დედაქალაქში საცობების დარეგულირება იყო. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მხოლოდ მერიის ჩართულობა ამ საკითხში საკმარისი არ არის.

„საცობები ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს, შესაბამისად, ჩვენ შსს-ს გარეშე ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ და ფონს ვერ გავალთ. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების გატარება. მერიამ  „თბილსერვისს“ უკვე დაავალა, უახლოეს ხანში წარმოადგინოს ნარჩენების გატანის გეგმა. აუცილებელია განსაკუთრებით ღამის საათებში მოხდეს ეს, რადგან არ შეიზღუდოს მოძრაობა დღის განმავლობაში“,- აღნიშნა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, საუბარია სადისტრიბუციო კომპანიებთან მოლაპარაკებებზე, რათა დღის განმავლობაში არ მოხდეს დიდი მანქანების შემოსვლა ქალაქში.

„ასევე დიდ პრობლემას ქმნიან სატვირთო მანქანები და ყვითელი მიკროავტობუსები, რომლებიც ყველგან აჩერებენ. გამოყოფილი იქნება კონკრეტული ქუჩები, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე ექნებათ გაჩერების უფლება“,- განაცხადა მერმა.

კალაძის თქმით, ასევე  ძალიან მნიშვნელოვანია ქვეითად მოსიარულეების საკითხი, რომლებიც “ზებრა” გადასასვლელებზე არ გადადიან.

„ქვეითად მოსიარულეები, რომლებიც “ზებრა” გადასასვლელებზე არ გადადიან,  საფრთხეში აგდებენ თავიანთ სიცოცხლესაც და მძღოლებსაც სერიოზულ პრობლემას უქმნიან. ამაზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული და ტყუილა არ არის, რომ ჩვენ დავიწყეთ მიწისქვეშა გადასასველების მოწესრიგება“,- აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...