მსოფლიო
სააკაშვილმა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დოკუმენტი მიიღო
2017-10-25 17:51:39
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ დოკუმენტი მიიღო.
„დღეს თუ ხვალ სასამართლოში წავალ. როგორც იქნა დოკუმენტი მივიღეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩემი მოქალაქეობის საკითხზე. ჩვენ გავასაჩივრებთ ჩემი მოქალაქეობის ჩამორთმევას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილების საფუძველზე 26 ივლისს ჩამოართვეს.
კომენტარები