1 4 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვანის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს

ჩამოტვირთვა

დიდუბის რაიონში, ვანის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს. სავარაუდოდ, დაკავებული ეთნიკურად აზერბაიჯანელია. მას სამართალდამცავებმა ბრალის დადგენილება გააცნეს. 

ვანის ქუჩაზე რამდენიმე საწარმოა განთავსებული, მათ შორის არის ხის საამქრო, დამკრძალავი ბიურო. სწორედ ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომელია დაკავებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმე ეხება ნარკოდანაშაულს.

კომპანია „თელასის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები ამ წუთებშიც არიან მობილიზებული. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები