1 3 : 2 3
 | 

მსოფლიო

მარკ ცუკენბერგი მიწისძვრით დაზარალებულებს 1 მილიონ დოლარს ურიცხავს

   მარკ ცუკენბერგი  თავისი კომპანიიდან (Facebook-ი)  მექსიკაში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად,  წითელ ჯვარში 1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. 

ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, მისი თქმით ის  UNICEF-თან თანამშრომლობს, რათა განხორციელებულ დონაციებს, რომლებიც ორგანიზაციაში სოციალური ქსელის მეშვეობით ირიცხება, საკომისიო გადასახადი არ ჩამოეჭრას.

   შეგახსენებთ, რომ  რამდენიმე დღის წინ, მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსის მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დეტალები ნახეთ ბმულზე : http://itv.ge/?m=16&CID=48915


კომენტარები

მსგავსი სიახლეები