0 4 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება მისი პირადი ცხოვრების კამერაზე ჩაწერას ცდილობს

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს მის თვალთვალს და მისი პირადი ცხოვრების კამერაზე ჩაწერას. 

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა. 

„თავიდან დაცვის ჩემმა თანამშრომელმა უცხო პირების შემოჭრა აღკვეთა, რომლებსაც თან სპეციფიური ჩანთები ჰქონდათ. შემოსვლას ცდილობდნენ, მაგრამ არ შემოუშვეს. განაცხადეს, შეგვეშალა ნომერიო. ისინი შემდეგ ჩემი ნომერის ქვემოთ მდებარე ნომერში მოთავსდნენ. ჩვენი ხალხი გაყვა მათ. შემდეგ ისინი იმ ნომერიდან წავიდნენ, თუმცა ნივთები დატოვეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ვიდეო-მიმართვის დროს ნაპოვნი ნივთებიც აჩვენა.

„რაღაც სპეციალური მოწყობილობებია, როგორც მესმის მიყურადებისთვის. რაღაც დისკებია, სადაც წერენ ამ ყველაფერს. ეს როგორც მესმის კამერაა“, - აღნიშნა სააკაშვილმა. 

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც მტერმა აღმოსავლეთ საზღვარი გაარღვია, ხელისუფლება მისი პირადი ცხოვრების ჩაწერითაა დაკავებული. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...