1 7 : 4 6
 | 

მსოფლიო

ფოტოები ავტობუსიდან, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინის საზღვრისკენ მიემგზავრება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჟეშოვიდან საზღვარზე, პშემისლში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. 

ავტობუსში სააკაშვილთან ერთად დეპუტატთა ჯგუფია, რომელიც მას „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტში მიჰყვება. 

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ჟეშოვში ბრიფინგი უნდა გაემართა, თუმცა გეგმები შეიცვალა და ბრიფინგი გაუქმდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები