1 9 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"პენსის ვიზიტმა დაადასტურა, რომ აშშ-ი საქართველოს ერთგულ მეგობრად განიხილავს"

   ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობრის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტმა დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რეგიონში მთავარ მოკავშირედ, სანდო პარტნიორად და ერთგულ მეგობრად განიხილავს. ვიცე-პრეზიდენტმა მკაფიო და მტკიცე მეგობრული გზავნილები გადასცა ჩვენს ხალხს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მაღალი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ნათელი გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს საქართველოს მარტო დატოვებას რთული გამოწვევების წინაშე.

ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას მოქმედ ხელისუფლებასთან და მმართველ პოლიტიკურ გუნდთან, რომლის მმართველობის პირობებში, მაიკ პენსის განცხადებით, ქვეყნის განვითარების ბოლო 5 წელიწადი განსაკუთრებით წარმატებული იყო.

ეს არის საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის უპრეცედენტო შეფასება, რომელიც გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, გავაგრძელოთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება, სტაბილური განვითარებით მივაღწიოთ მეტ წარმატებას და ხალხის კეთილდღეობას, რაშიც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მაიკ პენსს საქართველოში ვიზიტისა და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის."  - ნათქვამია განცხადებაში 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...