0 8 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"არსად დარჩენას და არც სტატუსის შეცვლას ვაპირებ" - მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

საქართფველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა , მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა: 

"მე უბრალო უკრაინელი ვარ. დღეს მე იგივეს განვიცდი, რასაც უკრაინის პროკურატურა და ბიუროკრატია იმ უკრაინლების წინააღმდეგ იყენებენ, ვისი უფლებებიც ილახება.

უკრაინაში 13 წელზე მეტ ხანს ვიცხოვრე, მონაწილეობა მივიღე სამ რევოლუციაში, სამივე უკრაინაში. მე მხოლოდ ერთი მოქალაქეობა მაქვს, უკრაინის და არ ვაპირებ მის დათმობას.

ახლა ცდილობენ, რომ ლტოლვილი გამხადონ. ეს არ მოხდება. არსად დარჩენას და არც სტატუსის შეცვლას ვაპირებ. მე ვიბრძოლებ ჩემი კანონიერი ყფლებისთვის დავბრუნდე უკრაინაში.

პოროშენკომ გადაწყვიტა წამართვას მოქალაქეობა, როცა ქვეყნის გარეთ ვარ.

როგორც კი ხელისუფლებაში გაიგეს, რომ ოპოზიცია ერთიანდება, რათა შემოდგომაზე ქუჩაში გაამოვიდეს მათი ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულებლად, პრეზიდენტმა პოროშენკომ კონსტიტუციას მიაფურთხა, რომლის გარანტიც ის თავად უნდა იყოს.

პორპშენკო იმყოფებოდა საქართველოში არა ორ ქვეყანას შორის კავშირების დამყარების, არამედ სულ სხვა შეთანხმების მიზნით. ამჯერად ორი ოლიგარქიული რეჟიმი შეთანხმდა - უკრაინელი პოროშენკო და პრორუსი ივანიშვილი, რომელიც გაზპრომში ყველაზე დიდი წილის მფლობელია.

მათ მოიფიქრეს, რომ ვითომ ჩემს საქმეში ახალი მტკიცებულება გაჩნდა და გადეცა უკრაინის გენერალურ პროკურატურას. მაგრამ ეს არის ტყუილი. რაც შეეხება ბრალდებებს, ის არცერთ ქვეყანას არ უღიარებია, გარდა საქართველოსი.

ორი დღის წინ პრეზიდენტმა, რომელზეც მაიდანმა იმედები დაამყარა, შეცვალა მოქალაქეობის მიმნიშებელი კომისიის შემადგენლობა. 24 ივლისს მან კომისიაში ახალი ხალხი შეიყვანა, რათა ისინი პრეზიდენტს ყველაფერში დათანხმებოდნენ.

კარგი, პოროშენკო, მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ ცუდი მრჩეველები გყავს. ამ განკარგულებით შენ და შენი მთავრობა გარდაუვალ მარცხამდე მიხვალთ. აქამდე თუ შეგეძლო არჩევნებამდე დრო გაგეყვანა, ახლა მხოლოდ ოცნება შეგიძლია მასზე.

დღეს შენ, პეტრო ალექსეევიჩ პოროშენკო, წითელი ხაზი გადაკვეთე. დღეს მთელმა ქვეყანამ გაიგო შენი დაპირების ფასი ახალ ცხოვრებაზე. ახლა შენი წინამორბედის მსგავსად ნებისმიერ ფასად შეეცდები ძალაუფლების შენარჩუნებას, მაგრამ გახსოვდეს, რომ ისინი გელოდებიან რუსეთში. უკრაინელები მეორედ განიცდიან ამ ჭირს და არ შეჩერდებიან, სანამ ხელისუფლებაში ჭეშმარიტად ახალ პოლიტიკოსებს მოიყვანენ.

უკრაინის მოქალაქეობის მიღება რეფორმების გასატარებლად, უკრაინის წარმატებული მომავლისთვის საბრძოლველად მინდოა, რაზეც ჩემი მშობლიური საქართველოს მომავალიც იყო არის დამოკიდებული. ჩემთვის მოქალაქეობა არ არის ცარიელი კონცეფცია. ყოველ დღეს, როცა უკრაინის მოქალაქის პასპორტი მეჭირა, მე ვმუშაობდი იმისთვის, რომ უკრაინა წარმატებული და ევროპული სუპერ-სახელმწიფო გამხდარიყო.

მე უფრო მეტი უკრაინელი ვარ, ვიდრე ამჟამინდელი დეპუტატები. მე მიყვარს უკრაინა მთელი გულით და გავაგრძელებ ბრძოლას აქ, უკრაინაში, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.“

უფრო მეტად უკრაინას, ვიდრე ამჟამინდელი დეპუტატებისგან. მე მიყვარხარ უკრაინა მთელი ჩემი გულით და გავაგრძელებ ბრძოლას, ჩვენს უკრაინას, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე“, - აცხადებს ოდესის ყოფილი გუბერნატორი თავის ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...