1 1 : 3 0
 | 

მსოფლიო

„თიბისი კაპიტალმა“ კომპანია „ნიკორას“ 10 მილიონი დოლარის ობლიგაციების განთავსება განახორციელა

ჩამოტვირთვა

რამდენიმეთვიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ „თიბისი კაპიტალმა“ კომპანია „ნიკორას“ ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა. ობლიგაციების მოცულობა 10 მილიონი აშშ დოლარია. ფასიანი ქაღალდების ადგილობრივ ბაზარზე  ეს არის არაფინანსური ჯგუფის კომპანიის ყველაზე მსხვილი განთავსება ამ დროისათვის.

„ნიკორას“ ობლიგაციების ვადა 2 წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 9%. ინვესტორების მოძიება, დაინტერესება და ობლიგაციების მიწოდება „თიბისი კაპიტალმა“ განახორციელა. „თიბისი კაპიტალმა“, პროექტზე მუშაობის პერიოდში  კომპანიის დაფინანსების და ბაზრის მოთხოვნები სიღრმისეულად შეისწავლა, რის საფუძველზეც მოხდა ობლიგაციების რაოდენობისა და ფასის განსაზღვრა.

„საქართველოს ბაზრისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ემისია  და მოხარული ვართ, რომ ჩვენი შვილობილი კომპანიის დახმარებით ეს შეთავაზება წარმატებით და ეფექტურად შედგა,“- განახცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

 „კმაყოფლი ვართ, რომ კომპანიას ამ მასშტაბის განთავსებაში ეფექტურად დავეხმარეთ. ვფიქრობთ, რომ ინვესტორების დიდი დაინტერესება განპირობებული იყო კომპანია „ნიკორას“ მრავალწლიანი ისტორიით, კვების პროდუქტების წარმოებისა და საცალო გაყიდვების ბაზარზე მისი წამყვანი პოზიციით და ობლიგაციების სწორად განსაზღვრული  ფასით. ვთვლით, რომ ამ მასშტაბის განთავსება ხელს უწყობს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის გაფართოებას და მომავალში სხვა კომპანიების გააქტიურებას ფასიანი ქაღალდების ბაზარზე,“ - განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ. 

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ობლიგაციების გამოშვება ისევ წარმატებით დასრულდა. კომპანიას მსგავსი გამოცდილება წარსულშიც ჰქონდა - გასულ წელს სს „ნიკორას“ ჰოლდინგში შემავალი სუპერმარკეტების ქსელმა 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა. ახალი ობლიგაციების გამოშვება დაგვეხმარება, მეტად მოქნილები ვიყოთ ფინანსურად და მოზიდული რესურსების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ,“- განაცხადა კომპანია „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

 „თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საკონსულტაციო, კვლევით და საბროკერო საქმიანობას ეწევა. „თიბისი კაპიტალი“ აქტიურ როლს ასრულებს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ვინაიდან ის ეხმარება ინსტიტუციურ და სტრატეგიულ ინვესტორებს, გამოიყენონ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და მეორე მხრივ, სთავაზობს ქართულ კომპანიებს მათზე მორგებულ სხვადასხვა ფინანსურ გადაწყვეტებს. „თიბისი კაპიტალი“ 1999 წელს დაარსდა და 2015 წლამდე კონცენტრირებული იყო საბროკერო  საქმიანობაზე. 2015 წლიდან მას დაემატა კვლევითი და კორპორაციული საკონსულტაციო საქმიანობა, რითიც კომპანია გარდაიქმნა საინვესტიციო ბანკად.

„ნიკორა“ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელია. ის 1998 წლიდან ოპერირებს. ამჟამად, კომპანიის ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების, გაყინული საკონდიტრო პროდუქციის საწარმოები და საქართველოში  ყველაზე მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელია გაერთიანებული.

„ნიკორა“ ერთ -ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:49

    ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა...

    ესპანეთის პოლიციამ მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა. ძალოვანებმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც კამბრილსის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რამდენიმე ეჭვმიტანილი მოკლეს. გამოძიების ვერსიით, ისინი ბა...

  • 22:28

    ბარსელონაში მომხდარ ტერაქტში ბრალდებული დააკავეს ...

    პოლიციამ დაადგინა მანქანის მძღოლის ვინაობა, რომელიც ბარსელონას ცენტრში ხალხს შეეჯახა. აღნიშნულის შესახებ ესპანური გამოცემა El País სამოქალაქო გვარდიაზე დაყრდნობით იუწყება.გავრცელებული ინფორმაციით, საუ...

  • 22:05

    ტერაქტი ბარსელონაში - დაღუპულია 13 ადამიანი, დაშავ...

    ბარსელონაში ტერაქტი მოხდა. ხალხმრავალ ადგილას, იქ, სადაც ყოველდღიურად ათიათასობით ტურისტი გადაადგილდება, მიკროავტობუსი საფეხმავლო ზონაში შევარდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.თავდასხმას 13 ადამიან...

  • 17:29

    საუდის არაბეთის 26 წლის პრინცი გარდაიცვალა ...

        საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი 26 წლის პრინს სალმა ბენის  გარდაცვალებას იუწყება . სამეფო ოჯახის არც ერთ წევრს აღნიშნულზე კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია,თუმცა უცხოური გამოცემების...

  • 18:03

    ამერიკის ერთ-ერთმა შტატმა 4 აგვისტო ბარაკ ობამას ...

       შტატ ილინოისის მოსახლეობა 2018 წლის 4 აგვისტოს  ბარაკ ობამას დღეობას აღნიშნავს, ვინაიდან  სწორედ 4 აგვისტოს აქვს ყოფილ პრეზიდენტს დაბადების დღე. ინფორმაციას NBC Chicago&nbs...

  • 14:20

    დუბაიში ცათამბჯენი იწვის...

         დუბაიში 79-სართულიანი ცათამბჯენი იწვის. შენობიდან ხალხის ევაკუაცია მიდინარეობს. დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.340-მეტრიანი ცათამბჯენი მსოფლიოშ...

  • 00:01

    "Great job!" - ასე ეხმაურება ჯონ მაკკეინი მაიკ პე...

    "Great job! " - ასე ეხმაურება სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს.   „ტვიტერში“ მაკკეინი Bloomberg-ის სტატიას აზიარებს, სადაც სა...