0 6 : 4 2
 | 

მსოფლიო

გუდაურში ზაფხულის სეზონი გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ გუდაურში ზაფხულის სეზონი 17 ივლისს გახსნა.

საბაგიროები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს 11:00 -117:00 საათამდე.

მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი. სწორედ ამ მიმართულებით კურორტზე ფუნქციონირებს  საერთაშორისო დონის  ველობილიკი, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალი ველომრბოლელებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის.

23 ივლისს კი ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით გუდაურში გასართობი ღონისძიებები გაიმართება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები