1 4 : 2 8
 | 

მსოფლიო

მშიერი ბავშვები 21–ე საუკუნეში!

„ვის არ მივმართეთ დახმარების თხოვნით, სახელმწიფო უწყებებიც შევაწუხეთ, მაგრამ ელემენტერული დახმარებაც კი არავისგან მიგვიღია...ჩერნოვეცკის ფონდი ბავშვების უკანასკნელი იმედია. გთხოვთ, გადაარჩინეთ კიდევ ერთი მრავალშვილიანი ოჯახი!“

ეს წერილი ანა ფესვიანიძეს ეკუთვნის, სოფელი ოჩხამურიდან, რომელსაც ბავშვები შიმშილისგან ეღუპება. პატარა ელენე სამი წლისაა, ირინა ექვსის, ზურიკო ათის, ნოდარი ცამეტის, თინათინი თექვსმეტის. მშობლებს ძალიან უყვართ შვილები, მაგრამ სამწუხაროდ სიყვარულის გარდა ყველაზე აუცილებელსაც კი ვერ აძლევენ.

ავადმყოფობამდე, მამა მუშაობდა და ოჯახს ინახავდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები შეექმნა და ფიზიკურად მუშაობა ვეღარ შეძლო, ოჯახის მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა.

ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობენ, ყოველგვარი პირობების გარეშე. ამ ნაგებობას „სახლი“ მხოლოდ პირობითად შეიძლება დავარქვათ. აქ არც წყალია გაყვანილი, არც გაზი და დენიც რამოდენიმე თვეა ჩაჭრილი აქვთ.

დედა შვილებთან ერთად წყალს ეზოდან ეზიდება, მაგრამ წყლის სახლამდე მოტანა პრობლემა არ იქნებოდა, ხელ–პირის დასაბანი ადგილი მაინც რომ ჰქონოდათ. ბანაობა ოჯახისთვის ცალკე პრობლემაა, ისინი მეზობლებთან ბანაობენ... საპირფარეშო და სამზარეულო კი ერთ ოთახში არის განლაგებული...

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ 21–ე საუკუნეში მშობლებს მშიერი შვილების დაძინება უწევთ, მხოლოდ იმ იმედით, რომ ხვალ შეიძლება კეთილმა ადამიანებმა საკვები მიუტანონ.

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის უქონლობის გამო ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, არა და სწავლა ძალიან უნდათ... მუდმივი უჭმელობის, სიცივის და ნესტის გამო ისინი ხშირად ხდებიან ავად. წამლების ყიდვა კი მშობლებს არ შეუძლიათ. თუ ერთი ბავშვისთვის წამალს შეიძენენ, სხვები მშივრები დარჩებათ.

გულთან ახლოს მიიტანეთ მათი გასაჭირი და იმოქმედეთ! ოჯახს სასწრაფოდ ესაჭიროება ნებისმიერი სახის დახმარება: პროდუქტები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი...

ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას რომანაძეების ოჯახის დასახმარებლად, თუ გაქვთ საშუალება თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: რომანაძეების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/199-romanadze/

არ დარჩეთ გულგრილნი, ერთად ვაკეთოთ ღვთისათვის სათნო საქმეები. უფლისთვის ყველაზე კარგი საქციელი სრულიად უცნობი გაჭირვებული ადამიანების დახმარებაა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:02

    ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა...

      სამხრეთ ირანის ტერიტორიაზე  5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.  მიწისძვრა ბუშერის აღმოსავლეთით, ბუშერის ატომურ ელე...

  • 19:14

    ოპოზიციის მომხრეებმა სომხეთის მთავრობის ერთ-ერთი შ...

    ერევანში ოპოზიციის მომხრეებმა სომხეთის მთავრობის ერთ-ერთი შენობის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც იუსტიციის, კულტურისა და განათლების სამინისტროებია განლაგებული.ნიკოლ ფაშინიანმა  საკუთარ მომხრე...

  • 17:56

    19 წის ბიჭისა და 72 წლის ქალის სიყვარულის ისტორია ...

    53 წლიანი სხვაობის მიუხედავად 19 წლის გარი ჰარდვისკი და  72 წლის ალმედია ძალიან ბედნიერი წყვილია. ისინი  ერთმანეთი 2016 წელს, ერთ-ერთ რესტორანში შეხვდენენ და ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვ...

  • 13:17

    უგანდის პრეზიდენტს ორალური სექსის აკრძალვა სურს, რ...

    უგანდის პრეზიდენტს ორალური სექსის აკრძალვა სურს. ამის შესახებ იოვერი კაგუტა მუსევენიმ განაცხადა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.ქვეყნის პირველი პირის თქმით, გარე ძალები ცდილობენ უგან...

  • 12:38

    ვაშინგტონი ერევნის მოვლენებს ეხმაურება ...

     ვაშინგტონი ერევნის მოვლენებს ეხმაურება „ჩვენ ვიცით, რომ ერევანსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ჩვენ ყურადღებიტ ვაკვირდებით მოვლენების განვითარება...

  • 17:07

    დაპირისპირება ერევანში - პოლიციელებსა და დემონსტრა...

    ერევანში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კონსტიტუციური სასამართლოს შენობამდე მივიდნენ, სადაც მათ პოლიციელებმა გზა მავთულხლართებით გადაუ...

  • 14:53

    რუსი ჟურნალისტი, რომელმაც სირიაში „ვაგნერის“ ჯარის...

    ეკატერინბურგში ჟურნალისტი, მაქსიმ ბოროდინი, რომელმაც სირიაში „ვაგნერის“ რუსი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველად დაწერა, ფანჯრიდან გადავარდა და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.შემთხვევა 13 აპრილს მოხდა...