1 1 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაშა ბანკი: მომხმარებელს ჯანდაცვის მომსახურების სრულ სპექტრს ვთავაზობთ

ჩამოტვირთვა

„ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში“ პაშა ბანკმა ამ სახელწოდებით meeting room-ის ფარგლებში რიგით მე-3 კონფერენცია გამართა .საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმოხილვა, კაპიტალი, როგორც აუცილებელი პირობა აღნიშნული სექტორის განსავითარებლად, ჯანდაცვის სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და სამომავლო ხედვა, ეფექტური ჰოსპიტალური პროცესების დანერგვა განვითარებად და დინამიურ ჯანდაცვის სისტემაში, ეს ის საკითხებია, რომელიც ღონისძიებაზე იქნა განხილული პაშა ბანკის კომერციული დირექტორის გოგა ჯაფარიძის განცხადებით, პაშა ბანკისთვის ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება მნიშვნელოვანი და საინტერესოა და გაფართოვების პოტენციალიც არსებობს. Meeting room პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა სფეროზე ფოკუსირებული ბიზნესკონფერენციების სერია, რომელიც აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის იდეების და სასარგებლო გამოცდილების გაზიარების ახალ პლატფორმას ქმნის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები