1 7 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინოვაციური სერვისები და პროდუქტები ბიზნესისთვის

თიბისი ბანკი ინოვაციურ სიახლეებს ნერგავს, რაც ბიზნესებს ხელს შეუწყობს საქმიანობის უკეთ წარმართვაში. დღეიდან, თიბისიში იურიდიული პირისთვის ანგარიშის გახსნა და კლიენტად რეგისტრაცია დისტანციურად, ბანკში მისვლის გარეშე არის შესაძლებელი

 

ანგარიშის ონლაინ გახსნა და კლიენტად რეგისტრაცია ინოვაციური სერვისია,  რომელსაც რეგიონში ანალოგი არა აქვს. პროცედურა მარტივია და მხოლოდ რამდენიმე წუთს მოითხოვს.  ვებგვერდზე www.tbcbank.com.ge მომხმარებელი ავსებს მოთხოვნას და ონლაინ დიალოგის რეჟიმში  რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის შემდეგ,  პროცესი 5 წუთში სრულდება.  ანგარიშის გახსნასთან ერთად, კლიენტი ავტომატურად რეგისტრირდება ინტერნეტბანკზე და ერთვება SMS სერვისი. სურვილის შემთხვევაში, მას შეუძლია შეუკვეთოს ბიზნესბარათი. პროექტი ეროვნულ ბანკთან და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით მომზადდა.

 

ასევე, დაინერგა ანგარიშის დისტანციურად გახსნის სერვისიც იურიდიული პირებისთვის. ამ შემთხვევაში მოთხოვნის დაფიქსირება შესაძლებელია სატელეფონო ცენტრში დარეკვით, განაცხადის შევსება ხდება სატელეფონო საუბრის დროს, ხოლო დოკუმენტების ადგილზე მიტანა მოხდება თიბისი ბანკის თანამშრომლის მიერ.

 

სრულიად განახლებულ ფორმატშია წარმოდგენილი ვებგვერდი  www.tbcbusiness.ge, რომელიც 2013 წლიდან ფუნქციონირებს და ბიზნესსექტორში დასაქმებულ ადამიანებს მათთვის საჭირო, პრაქტიკულ ინსტრუმენტებს სთავაზობს. დაარსების დღიდან ვებგვერდს  მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. დღეიდან, მას საინტერესო სიახლეების მიმართულება ემატება, სადაც მუდმივად განთავსდება სტატიები, ბლოგები და ვიდეოები მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე საინტერესო სიახლეებისა და ტენდენციების შესახებ ბიზნესსა და ეკონომიკაში. 

 

კიდევ ერთი ინოვაცია, რომელიც www.tbcbusiness.ge-ს დაემატა არის  ბიზნესრუკა“.  პროექტი თიბისი ბანკმა შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელა. შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული აგრეგირებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა პროგრამა, რომელიც მსურველს შესაძლებლობას აძლევს სრულფასოვანი მოკვლევა განახორციელოს ბიზნესის სხვადასხვა სფეროზე.  ნებისმიერ დამწყებ თუ მოქმედ ბიზნესს შეუძლია გამოიკვლიოს რა ვითარებაა მისთვის საინტერესო ინდუსტრიაში კონკრეტული გეოგრაფიული ადგილების მიხედვით. ამას გარდა, მას შეუძლია საკუთარი კომპანიის საქმიანობა - შემოსავლები, ხარჯები, მოგება, თანამშრომელთა რაოდენობა თუ ხელფასები, შეადაროს ბიზნესის ანალოგიურ სფეროებს, როგორც ლოკალურად, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით.  გარდა ბიზნესებისა, პროგრამით სარგებლობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაც ხელმისაწვდომია, ვისაც სურს სრულფასოვანი კვლევა ჩაატაროს ეკონომიკისა და ბიზნესის ამა თუ იმ მიმართულებით. რესურსი გამოადგებათ, როგორც მკვლევარებს, ასევე ბიზნესანალიტიკოსებს და სტუდენტებს.  თიბისი ბანკი გააგრძელებს ბიზნესრუკის“ განვითარებას და მას მუდმივად დაემატება ახალი მიმართულებები.

 

ამას გარდა, განახლებულ ვებგვერდზე www.tbcbusiness.ge კვლავ იქნება ხელმისაწვდომი პრაქტიკული, საგანმანათლებლო რესურსები, რომელიც გამოადგებათ, როგორც დამწყებ, ისე მოქმედ ბიზნესებს. მათ შეუძლიათ მოიძიონ კვალიფიციური ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა ბიზნესის დაწყება და ბიზნესგეგმის შედგენა, ბიუჯეტირება, ფულადი სახსრების მართვა, ფინანსების მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, ხელშეკრულებების შედგენა, მარკეტინგი, გაყიდვები და ა.შ. 

 

თიბისი ბანკი აგრძელებს ციფრული სტრატეგიის განხორციელებას, რაც მომხმარებლებისთვის ინოვაციური სერვისების შეთავაზებით, მაქსიმალური კომფორტის შექმნას და დროის დაზოგვას ისახავს მიზნად. თიბისი ბანკის მიზანია იყოს საუკეთესო პარტნიორი ბიზნესებისთვის,“  - განაცხადა ნიკა ქურდიანმა, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

 

ინოვაციური სერვისების და პროდუქტების პრეზენტაცია, რომელსაც  მთავრობის, ბიზნესსექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,  თიბისი ბანკის სათაო ოფისში გაიმართა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...