0 2 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

iPhone+_ის დამფუძნებელი - ცერცვაძის გადადგომა iPhone+_ის გაკოტრების და გაჩუმების გეგმის ნაწილია

iPhone+_ის დამფუძნებლის მამუკა მარღიშვილის შეფასებით, ვალერიან ცერცვაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტიდან გადადგომა, ცერცვაძის მიერ iPhone+_ის გაკოტრების და გაჩუმების გეგმის ნაწილია.

“როგორც ჩანს ეს არის ცერცვაძის მზაკვრული გეგმის ნაწილი ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ. მოსამართლე შიოშვილმა სამარცხვინო გადაწყვეტილებით iPhone+_ს 890 000 ლარის გადახდა დაგვაკისრა “აიტექნიკის” სასარგებლოდ, ხოლო “აიტექნიკი” ვალერიან ცერცვაძის საოჯახო კომაპანიაა. ცერცვაძემ საზოგადოების თვალის ასახევად თანამდებობიდან გადადგა, თუმცა ის რჩება იუსტიციის საბჭოს უმაღლესი სკოლის თავმჯდომარედ, სწორედ ვალერიან ცერცვაძე ატრენინგებს მოსამართლეებს და მას ახლაც აქვს მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელსაც გავლენა შეუძლია მოახდინოს ჩვენს საქმეზე”, - აცხადებს მამუკა მარღიშვილი.

2016 წლის ოქტომბერში ვალერიან ცერცვაძის ოჯახის ბიზნესის სარჩელის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ iPhone+_სს 1 600 000 ლარის ყადაღა დაადო. “აიტექნიკის” Facebook-გვერდის გაუქმებას iPhone+_სს ედავება.

iPhone+_ში აცხადებენ, რომ “აიტექნიკის” მიერ iPhone+_ის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელში არსებული Facebook-გვერდის გაუქმებით მიყენებული ზარალის დათვლა არაპროფესიონალურადაა შესრულებული.

აღსანიშნავია, რომ “აიტექნიკის” facebook-გვერდი, თავად Facebook-მა Apple-ის სასაქონლო ნიშნის უნებართვო გამოყენების გამო გააუქმა. ვაპირებთ ვთარგმონთ სარჩელი და განჩინება, რითაც სრულიად ფართო საზოგადოებისათვის გახდება ცნობილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში, ჩვენი მეგობარი დიპლომატებისათვის და სტრასბურგისათვის”, - აცხადებენ iPhone+_ში.

ვალერიან ცერცვაძის საოჯახო ბიზნესის სასამართლოს კონკურენტი iPhone+_ის წინააღმდეგ 2016 წლის ოქტომბერში მიმართა. საქალაქო სასამართლომ “აიტექნიკის” სარჩელის უზრუნველყოფისთვის iPhone+_სს მილიონ ნახევრიანი ყადაღა დაადო.

“აიტექნიკი” საკუთარი Facebook-გვერდის გაუქმებას, დომეინი iTechnics.ge-ს და ყალბი Facebook-გვერდის iTechnic Georgia-ს შექმნას iPhone+_სს ედავება.

მოპასუხე iPhone+_ის საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, “აიტექნიკის” Facebook-გვერდი, თავად Facebook-მა ამერიკული კორპორაცია Apple-ის სავაჭრო ნიშნის დარღვევის გამო გააუქმა. 

როგორც მიმდინარე დავის სასამართლო პროცესზე გამოიკვეთა, iPhone+_მა დომეინი iTechnics.ge ვალერიან ცერცვაძის საოჯახო კომპანია “აიტექნიკის” ბაზარზე გამოჩენამდე შექმნა.

ამასთან, iPhone+_მა ლევან სამხარაული სახელობის სასამართლოს ექპერტიზის ბიუროს მიერ დასკვნა წარმოადგინა, რომლის თანახმადაც არ დასტურდება iPhone+_ის მიერ Facebook-გვერდის iTechnic Georgia-ს შექმნა.

iPhone+ მასზე დადებულ ყადაღას თბილისის სააპალაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის პირად ინტერესებს უკავშირებს. “აიტექნიკი” თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის ბიზნესი აღმოჩნდა. “აიტექნიკის” დამფუძნებელი ვალერიან ცერცვაძის მამა, მურთაზ ცერცვაძეა, ხოლო კომპანიას დღემდე ვალერიან ცერცვაძის მეუღლე, გვანცა მიქუჭაძე მართავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...