1 0 : 2 5
 | 

მსოფლიო

თბილისის მუზეუმების გაერთიანება უერთდება აქციას „ღამე მუზეუმში“ და 27 მაისს აქციის ფარგლებში მონაწილე თითოეული მუზეუმის ვიზიტორს ღამის 01:00 სთ.-მდე უმასპინძლებს.

აქციას საფუძველი 2005 წელს, ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა და მას შემდეგ, როგორც ევროსაბჭოს წევრ, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუდმივად ტარდება. 2017 წლის 27 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით აქციის – „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს. მუზეუმები ღამის 01:00 საათამდე იქნება ღია და ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ღამის ღონისძიებათა თემად  „მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“ შეარჩია, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ექსპერტთა ჯგუფმა 2017 წლის მუზეუმების საერთაშორისო დღისათვის შეიმუშავა. მუზეუმები საზოგადოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფუნდამენტურ კითხვას იმ მეთოდების მეშვეობით სვამენ, რომლებიც საზოგადოებრივი მეხსიერების საკითხების კრიტიკულად გააზრების საშუალებას იძლევა. მრავალფეროვანი სამუზეუმო მეთოდების გამოყენებით და სადავო ისტორიების სხვადასხვა გზით ექსპონირებით, მუზეუმები წარსულის კრიტიკული გააზრებისა და ისტორიულ მეხსიერებასთან დიალოგის მეშვეობით შერიგების ხელშეწყობას გვთავაზობენ.

 

ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
10:00 – 21:00 – ექსკურსიები ყოველ საათში ერთხელ

საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი პროგრამები:

Ø    საუბრები ქართულ ტრადიცულ მუსიკაზე;

Ø    საგანმანთლებლო პროგრამა ჰიმნი;

Ø    ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური ნივთების გამოფენა;

Ø    გამოფენა „ლატავრა - ივანე ასკურავას ესკიზები;

 

21:00 – 01:00 - ღამე მუზეუმში

თეატრალიზებული, ინტერაქტიული წარმოდგენა – „ვიხსენებთ უთქმელს“, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სარდაფში გაიმართება. წარმოდგენა სალონური, საზეიმო მუსიკით გაფორმდება. საღამოს განმავლობაში მუზეუმის ფონდში ახლად შემოსული, კომპოზიტორის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური კადრები გაშუქდება. სტუმრებს საშუალება ექნებათ იხილონ, ზურაბ სამხარაძის მიერ ზაქარია ფალიაშვილის და უცნობი ავტორის მიერ შესრულებული ირაკლი ფალიაშვილის პორტრეტები, სხვადასხვა ავტორების მიერ, სხვადასხვა დროს შესრულებული ბიუსტები, ზაქარია ფალიაშვილის სასცენო კოსტიუმი და ატრიბუტები.

საღამოს ინტერაქტიული წარმოდგენის ხასიათი ექნება, სადაც თითოეული სტუმარი ზაქარია ფალიაშვილის ეპოქალური ბოჰემის მონაწილე გახდება. რაც მთავარია, „უთქმელის გახსნებაში" საკუთარ წვლილს შეიტანს.

თეატრალიზებულ წარმოდგენას მუსიკალურად გააფორმებენ მევიოლინე – ქეთევან თავშავაძე, პიანისტი – მაია ჯინჭველაშვილი, ფლეიტისტი – ია ბახტაძე და პიანისტი – მარინე ყიფიანი.

 
ილია ჭავჭავაძის მემორიალური სახლ-მუზეუმი
10:00 – 21:00 – ექსკურსიები ყოველ საათში ერთხელ

 

საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი პროგრამები:

Ø    ილია ჭავჭავაძე - ეპოქა და გამოწვევები;

Ø    ოლღა გურამიშვილი;

Ø    სტამბა და გაზეთი ივერია;

Ø    ხუთშაბათობები და ეპოქა;

Ø    წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.

  21:00 – 01:00 - ღამე მუზეუმში თეატრალიზებული წარმოდგენა, საჯარო დისკუსია  - „პასუხის პასუხი“

თეატრალიზებული წარმოდგენა - საჯარო დისკუსია „პასუხის პასუხი“ ილია ჭავჭავაძის მემორიალური სახლ-მუზეუმის ეზოში, აუზის ირგვლივ გაიმართება. ერთი შეხედვით, მხოლოდ გარემოსთან მისადაგებული დეკორაცია, დისკუსიის მსვლელობის დროს წარმოდგენის მთავარი გმირი გახდება. სტუმრები და მასპინძლები ერთად დავიწყებთ „უთქმელის თქმას“.

 

 

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ მუზეუმი

 

10:00 – 21:00 – ექსკურსიები ყოველ საათში ერთხელ

 საგანმანათლებლო და შემეცნებით-გასართობი პროგრამები:

Ø     ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური ნივთების გამოფენა;

Ø     საგანმანათლებლო პროგრამა - „ცისა ფერს“;

Ø     „რომანტიზმი“;

21:00 – 01:00 -ღამე მუზეუმში

 

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი იწვევს სტუმრებს მონაწილეობა მიიღონ მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურული სალონის აღდგენა - გაცოცხლებაში - თეატრალიზებული წარმოდგენაზე  - „ცისა ფერს“. მონაწილეები და სტუმრები ერთად აღადგენენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქას, გააცოცხლებენ პერსონაჟებს და სიტუაციებს; სტუმრებს საშუალება ექნებათ სალონის უშუალო სტუმრები იყვნენ და ჩაერთონ დისკუსიაში. წარმოდგენაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტუმარსა და დამთვალიერებელს. ღონისძიების მასპინძლები ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის თანამშრომლები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების „პოეზიის აფთიაქი“.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:36

    კიდევ ერთი ანომალიური შემთხვევა და ექიმების მორი...

    კიდევ ერთი ანომალიური შემთხვევა - დიდ ბრიტანეთში გოგონა დაიბადა, რომელსაც გული და კუჭის ნაწილი  სხეულის გარეთ ჰქონდა განვითარებული. მედიკოსების განმარტებით, ახალშობილის გადარჩენა შეუძლებელი ...

  • 14:27

    ჯონ მაკკეინი სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი...

      ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ჰოსპიტალიზებულია.„ამჟამად სენატორი მაკკეინი კიბოს თერაპიის გვერდითი მოვლენების ნეიტრალიზაციის მიზნით ვალტერ რიდის სამედიცინო ცენტრში მკურნალობას გადის.როგორც ყოვ...

  • 17:27

    მანჰეტენზე აფეთქება მოხდა ...

    ნიუ-იორკში, მანჰეტენის ერთ-ერთ ავტოსადგურზე აფეთქება მოხდა  ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ადგილზე  2 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა...

  • 11:01

    მიხეილ სააკაშვილი სასამართლოშია გადაყვანილი...

      მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავებიდან დღემდე უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების ი...

  • 18:53

    ყველაზე მძიმეწონიანმა ქალბატონმა 400 კილოგრამი დაი...

       მირა როსალესი, რომელიც ნახევარ ტონას  იწონიდა, ყველაზე ჭარბწონიან ქალბატონად ითვლებოდა მანამ, სანამ 400 კილოგრამს დაიკლებდა.   ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც  მირ...

  • 17:21

    ახალშობილი "ქალთევზას სინდრომით" დაიბადა და 4 საათ...

    "ქალთევზას სინდრომის"  შემთხვევა ინდოეთში - ქალაქ კოლკატაში, ბავშვი ერთმანეთს შეზრდილი ფეხებით დაიბადა. იგი ბუნებრივი მშობიარობით გაჩნდა. ახალშობილს მენჯის ძვლები და ფეხები განუვითარებელი ჰქ...

  • 19:08

    ფედერიკა მოგერინი: "იერუსალიმი როგორც ისრაელის, ა...

    ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი  იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა„ეს ძალიან მყიფ...