1 9 : 3 1
რეკლამა Itv.ge-ზე,
სპეციალური ფასები:
599 877 901
 
„თეგეტა მოტორსის“ მოწვევით Bosch-ის და Motul-ის წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექცია-სემინარი გამართეს
2017-04-20 12:05:55
|

კომპანია „თეგეტა მოტორსის“  სასწავლო ცენტრის „თეგეტა აკადემიის“ მიერ მოწვეულმა ტრენერებმა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სატრანსპორტო ფაკულტეტის  სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ტექნიკური სემინარი ჩაუტარეს.

სემინარს უძღვებოდნენ კომპანია „BOSCH“ -ის წარმომადგენლები დიმიტრი ულიანოვი და გრიგორი როზავინი და კომპანია „MOTUL“-ის  წარმომადგენლები სერგეი ევდოკიმოვი, ანდრეი სიჩევი და ანდრეი ლაუშკინი. სემინარზე სტუდენტებს გააცნეს თანამედროვე საავტომობილო სფეროს განვითარების სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები; ელექტრო, ჰიბრიდული და სხვა ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე საავტომობილო ტრანსპორტი და  მათი განვითარების პერსპექტივები; თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი როლი  ეკოლოგიისა და გარემოზე ზრუნვის კუთხით. ღონისძიების პროგრამა შემუშავდა სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანთან ბ-ნ ოთარ გელაშვილთან თანამშრომლობით და მაქსიმალურად მორგებულია დამსწრე აუდიტორიის საჭიროებასა და ინტერესს.

აღნიშნული სემინარი „თეგეტა მოტორსის“ და „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული მემორანდუმის შედეგად, 2015 წელს „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სატრანსპორტო ფაკულტეტზე გარემონტდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა „თეგეტა მოტორსის“ სახელობის აუდიტორია. 

კომენტარები

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს, 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



სარეკლამო ადგილი - 7
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 47
268 x 320
პრეს-ნიუსი
,,მე დავბრუნდიიი!" - "ქრონიკის" წამყვანის პირველი ფოტო ყბა-სახის ძლიერი დაზიანების და 32 ნაკერის შემდეგ
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, რა არის გახშირებული ავტოავარიების მიზეზი?
ხმის მიცემა   რეზულტატი
სარეკლამო ადგილი - 5
268 x 160
ინტერვიუ
ფილმი თუ წიგნი - რა არის თინეიჯერების არჩევანი დღეს
სარეკლამო ადგილი - 6
268 x 160
ემიგრანტები
ქართველი გმირი ემიგრანტი, რომლის შესახებაც თითქმის არავის სმენია
ხალხის აზრი
ვინ არის ჰამაკში, რომელიც ხაშურის თავზე დაფრინავს - ხალხის აზრი
 მთავარი |  სიახლეები |  გადაცემები |  პოლიტიკა |  ეკონომიკა |  საზოგადოება |  კულტურა |  სპორტი |  პრეს-ნიუსი |  კითხვის ნიშანი |  ინტერვიუ |  Weekend |  უცხოეთი |  მთავარი თემა |  კრიმინალი |  რესპონდენტი |