1 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პირველი ქართული სამშენებლო პროდუქტი

„სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენს“  ინოვაციური პროდუქტ „ვესტუსის“ პრეზენტაციას გამართავს.

14 მარტს, 19:30 საათზე, სასტუმრო „რუმსი თბილისში“ (მის: მ.კოსტავას 14, დარბაზი „Garden Hall”) კომპანია „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენს“ ინოვაციური პროდუქტის „ვესტუსის“ პრეზენტაციას გამართავს.

ღონისძიებაზე, სადაც კომპანიის წარმომადგენლები სტუმრებს პროდუქტის მნიშვნელობას, უნიკალურობასა და გამოყენების სიმარტივეს გააცნობენ, მოწვეული არიან  სამინისტროების, თბილისის მერიის, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოში მოქმედი სავაჭრო პალატების, საბანკო სფეროს და სამშენებლო და სარემონტო კომპანიების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.


 ღონისძიებას ასევე ისაუბრებენ „ვესტუსის“ გამოყენების აუცილებლობაზე, კერძოდ ფასადების, ნაგებობების დაცულობის თვალსაზრისით,  მშენებლობაში, სხვადასხვა აგრეგატებისა  და მილსადენების მონტაჟისას. პრეზენტაციას დაასრულებს ნინო ქათამაძის და დამწყები მომღერლის საშა ფრიდის წარმოდგენა.


„ვესტუსი“ ნანო ტექნოლოგიით დამზადებული თერმო, ჰიდრო და ანტიკოროზიული ინოვაციური პროდუქტია. კომპანია აღნიშნულ მასალას აწარმოებს საქართველოში და  ასევე სარგებლოს ექსპორტის ექსკლუზიური უფლებით მეზობელ ქვეყნებში. რაც შეეხება პროდუქტს, ის შექმნილია სპეციალური ფორმულით  და მისი ინოვაციურობის საიდუმლოც სწორედ ამაშია. მნივშენლოვანია, რომ თერმოიზოლაციის ზედაპირი და შემადგენლობა სხვადასხვაა.


 ეს არის  ნანო ტექნოლოგია - დამზადებული მცირე ზომის მიკროსფეროები, რომლებიც სხვადასხვა მასალისაა, მათ შორის,   მინის, კერამიკის ალუმინის და ა.შ, რომელიც სტაბილიზოტერებთან ერევა და წელვადობისა და ელასტიურობის შესაძლებლობას იძლევა. ის ერთი შეხედვით საღებავია, თუმცა პიგმენტაციის წყალობთ, ის შესაძლოა იყოს ბოლო შრე - ჰიდროიზოლატორიც.


 პროდუქტის უპირატესობას მისი სიმარტივე განაპირობებს, რომელიც შენობისა თუ ნაგებობის შენახვის მინიმუმ 16-წლიან გარანტიას იძლევა. პირველად „ვესტუსი“ ამერიკელებმა მთვარეზე, სპეციალური აპარატის დასაფარად გამოიყენეს. დღესაც აღნიშნული პროდქუტით ფარავენ კოსმოსურ აპარატებს. ის სქელია, თუმცა ამავე დროს მსუბუქიც. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...