მსოფლიო
" ბოლო დღეებში გადაქექილია ჩემი, ნუცას მამის, ბებიის, ჩემი შვილის მეგობრების ფეისბუქ-გვერდები! "
2017-03-10 13:57:13
მაია ასათიანი მიმართავს ჟურნალისტებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში უამრავ სტატიას აქვეყნებენ მისი გარდაცვლილი ქალიშვილის, ნუცა მახვილაძის შესახებ და სთხოვს, გამოიჩინონ ადამიანობა.
“მივმართავ ყველა ინტერნეტპორტალის ჟურნალისტს, კოლეგებო! იყავით ადამიანები – ნუ გვისაფრდებით, ჩვენ, დარდისგან გაქვავებულ ჭირისუფალს! ბოლო დღეებში გადაქექილია ჩემი, ნუცას მამის, ბებიის, ჩემი შვილის მეგობრების ფეისბუქ-გვერდები! ნუ აკეთებთ კომერციულად მომგებიან მასალას ჩვენი ოჯახის ტრაგედიიდან! სირცხვილია!” – აღნიშნავს სოცქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში ტელეწამყვანი.
კომენტარები