1 9 : 4 1
რეკლამა Itv.ge-ზე,
სპეციალური ფასები:
599 877 901
 
Business Georgia მცხეთა-მთიანეთის ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს
2017-03-07 11:01:59
|
Business Georgia-ს ორგანიზებით მცხეთაში, გუჯარის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარე წლის 10 მარტს გაიმართება მცხეთა-მთიანეთის ბიზნეს ფორუმი, რომლის მთავარი მხარდამჭერი იქნება სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტებში. ფორუმის მონაწილეები ისაუბრებენ როგორც ბიზნესის კეთების შესაძლებლობებსა და რეგიონალური განვითარების მნიშვნელობაზე, ასევე სახელმწიფოს როლზე ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნაში.

თავისი მნიშვნელობით Business Georgia-ს რეგიონული ფორუმი 2017 წლის წამყვან ღონისძიებას წარმოადგენს,  რომელიც უმასპინძლებს სამასამდე წარმატებულ ბიზნესმენს, მსხვილ ინვესტორებს, უცხო ქვეყნის საელჩოებისა და მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.  ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ შემდეგ თემებზე:  რეგიონალური განვითარება, მეწარმეობა, ინფრასტრუქტურა, ფინანსები, ტურიზმი, სტუმარ-მასპინძლობა, საინვესტიციო პოტენციალი.

Business Georgia-ს მთავარ ამოცანას წარმაოდგენს ადგილობრივი ბიზნესის წახალისება, რაც  გულისხმობს ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობასა და ახალი პროექტების შემუშავებას მცხეთა-მთიანეთის რეგიონის განვითარებისთვის. ვფიქრობთ, ის ცოდნა, რაც ადგილობრივი ბაზრის შესახებ გვაქვს, ასევე გლობალური ვაჭრობის ფართო ქსელი ის ფაქტორებია, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ღირებულებას ინვესტორთათვის, რომლებიც დაინეტერესებულნი არიან საქართველოს სავაჭრო თუ საინვესტიციო შესაძლებლობებით“- აღნიშნა Business Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ქ-ნ ანა გოგიშვილმა.

Business Georgia-ს ინიციატივა რეგიონალური განვითარების სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანია როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონალური განვითარების ხარისხის გაზრდა, ასევე ბიზნესმენების დაინტერესება ინვესტიციების სხვადასხვა სექტორში სწორად დაბანდებისთვის, რათა მოხდეს ხელშეწყობა რეგიონის ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდას.

ანა გოგიშვილი: “რეგიონალური ბიზნეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებსა და შესაძლებლობებს გვთავაზობს. ვიმედოვნებთ, ამ ღონისძიებით შეიქმნება ბიზნესისთვის ღია, მეგობრული და კონსტრუქციული პლატფორმა, რომელიც დაეხმარება მათ  რეგიონის ბაზრის პირობების უკეთ გაცნობაში, ერთმანეთთან იდეების გაცვლასა და პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან კომუნიკაციის დამყარებაში, რაც ასევე საშუალებას მისცემს მათ მიიღონ შესაბამისი სარგებელი ადგილობრივი მთავრობისა და რეგიონში მოქმედი კომპანიებისგან.“

ფორუმის მონაწილე მხარეები გაეცნობიან ბიზნესის კეთების განვითარების დინამიკასა და სტატისტიკას, ინფორმაციას მაღალი პოტენციალის მქონე გამოუყენებელი ბუნებრივი რესურსების შესახებ, გაეცნობიან სახელმწიფო მხარდაჭერისა და ფინანსური რესურსების სწორად გამოყენების მექანიზმებს, საკითხებს ინფრასტრუქტურული და ტექნიკური რესურსების, „მთის კანონისა“ და საგადასახადო ლიბერალიზაციის შესახებ, დამსწრე საზოგადოება უფრო მეტს გაიგებს საინვესტიციო გარემოზე, საერთაშორისო ფონდების საქამიანობასა და რეგიონის განვითარების წახალისებაზე საქართველოში.


ფორუმზე ასევე განიხილება საკითხები, დაკავშირებული როგორც მიმდინარე ადგილობრივი და რეგიონალური ეკონომიკის განვითარებასა და მასში ბიზნესის ჩართულობაზე, ასევე იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს რეგიონში მოქმედი კერძო სექტორი დგას.

ადგილი: რესტორან-მუზეუმი გუჯარი 
მისამართი: აღმაშენებლის ქ. #156, მცხეთა საქართველო 
თარიღი: 10 მარტი, 2017 წელი 
დრო: 11:00-14:00
კომენტარები
Gracyn
16 მარტი, 2017 წელი. 21:46
Are you sure they all already think they're fucking great?Many successful people can be quite insecure. Maybe it's no bad thing to big up our big names ocoa.ionallysAlsc, if you find it daft that people make anonymous suggestions, do feel free to put your name to your own posts.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს, 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



სარეკლამო ადგილი - 7
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 47
268 x 320
პრეს-ნიუსი
,,მე დავბრუნდიიი!" - "ქრონიკის" წამყვანის პირველი ფოტო ყბა-სახის ძლიერი დაზიანების და 32 ნაკერის შემდეგ
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, რა არის გახშირებული ავტოავარიების მიზეზი?
ხმის მიცემა   რეზულტატი
სარეკლამო ადგილი - 5
268 x 160
ინტერვიუ
ფილმი თუ წიგნი - რა არის თინეიჯერების არჩევანი დღეს
სარეკლამო ადგილი - 6
268 x 160
ემიგრანტები
ქართველი გმირი ემიგრანტი, რომლის შესახებაც თითქმის არავის სმენია
ხალხის აზრი
ვინ არის ჰამაკში, რომელიც ხაშურის თავზე დაფრინავს - ხალხის აზრი
 მთავარი |  სიახლეები |  გადაცემები |  პოლიტიკა |  ეკონომიკა |  საზოგადოება |  კულტურა |  სპორტი |  პრეს-ნიუსი |  კითხვის ნიშანი |  ინტერვიუ |  Weekend |  უცხოეთი |  მთავარი თემა |  კრიმინალი |  რესპონდენტი |