0 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარგველაშვილმა 157 მსჯავდრებული შეიწყალა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავდრებული შეიწყალა. გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, 93 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს.

93  შეწყალებული მსჯავრდებულიდან, რომელთაც საპატიმრო სასჯელი გაუუქმდათ - 6 ქალი და ერთი კი არასრულწლოვანია.

შეწყალების კომისიამ 16-დან 21 თებერვლამდე სულ 890 პირის საქმე განიხილა.

„საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერა ხელი შეწყალების აქტს, მან შეიწყალა 157 მსჯავრდებული. ამ 157 მსჯავრდებულიდან 93 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ისინი გათავისუფლდნენ სრულად საპატიმრო სასჯელისგან,“-განაცხადა ზვიად ქორიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები