0 8 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლეონიდ ჩერნოვეცკი: „სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს პროგრამა იმ მოზარდებისთვის, რომლებიც ბავშვთა სახლებს ტოვებენ!“

ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მას ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში  განათლების მიღებაში ხელშეწყობისკენ და მათი პირველი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფისკენ   მოუწოდებს: “მეგობრებო ჩემმა საქველმოქედო ფონდმა საქართველოში უკვე 3 ბავშვთა სახლი გახსნა, რომელშიც 30 ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სრულ კომფორტში ცხოვრობს და მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებ!


თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა გადაიტანეს ამ პატარებმა მანამდე, სანამ ჩვენთან მოხვდებოდნენ. უმრავლესობა მათგანმა ხორცისა და თევზის გემოც არ იცოდა, არასდროს გაუსინჯავს კანფეტი ან ნაყინი, იყვნენ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გარეშე და მხოლოდ სიღატაკე ჰქონდათ ნანახი... მათ დანახვაზე გული გეტკინებოდათ!
ეს ბავშვები ჯერ სულ პატარები არიან, ყველაზე უფროსები - 13-14 წლისანი, მაგრამ მათ მომავალზე სულ უფრო ხშირად ვფიქრობ. როდესაც ისინი სრულწლოვანები გახდებიან და ბავშვთა სახლის დატოვება მოუწევთ, ყველას დასაქმებას ვერ შევძლებ, მაგრამ მსურს ფრიადოსნებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დავუფინანსო და სტიპენდიაც დავუნიშნო, რათა საკუთარი მომავლის აშენება შეძლონ!


მაგრამ რა ელით იმ ბავშვებს, რომლებიც სხვა ბავშთა სახლებში ცხოვრობენ?! მათ, ფაქტობრივად, საკუთარი თავის რეალიზების არანაირი შესაძლებლობა არ ექნებათ, რადგან ქვეყნის ხელისუფლება ამ პატარების მომავალზე ნაკლებად ფიქრობს. ამიტომ, მოვუწოდებ მთავრობასა და პარლამენტის დეპუტატებს - დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაჭრაზე ზრუნვა და შეიმუშავონ სახელმწიფო პროგრამა იმ მოზარდებისთვის, რომლებიც ბავშვთა სახლებს ტოვებენ!


აუცილებლად მიმაჩნია მათი ხელშეწყობა, რათა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლონ და ასევე, მათი უზრუნველყოფა პირველი სამუშაო ადგილით! დარწმუნებული ვარ, რომ თუ ისინი სახელმწიფოსგან მათი ცხოვრების საწყის ეტაპზე ასეთ მხარდაჭერას მიიღებენ, მომავალში სამშობლოსთვის ძალიან ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ!” - წერს ჩერნოვეცკი „ფეისბუქ“ გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...