რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
|
თბილისი, 28 თებერვალი, 2017 – „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ წელს პირველად აცხადებს მიღებას, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე. პროგრამის მიზანია, მოამზადოს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით. სტუდენტები, დაუფლებიან დარგის ფართო ცოდნას და ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა: მიზნის ჩამოყალიბება და გადაწყვეტილებების მიღება, სტრატეგიული ხედვა, გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა, ლოგიკური აზროვნება, ეთიკის, სოციალური პასუხისმგებლობისა და სამართლებრივი ნორმების დაცვა.
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის (BBA) კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დაიკავონ კერძო და საჯარო სექტორში ქვედა და საშუალო დონის მენეჯერული პოზიციები: მარკეტინგის, მენეჯმენტის და ფინანსების მიმართულებით. ასევე ჩაერთონ სამეწარმეო საქმიანობაში და თავად უხელმძღვანელონ სხვადასხვა ინდუსტრიაში მიკრო და მცირე ბიზნესს.
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (BBA) წელს 60 სტუდენტს მიიღებს. აღნიშნული პროგრამა 4 წლიანია და სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის, მნიშვნელოვანია სწავლის დაფინანსების სქემა. მიღებული სტუდენტების 10%-ი მიიღებს 100%-იან დაფინანსებას, რაც ნიშნავს, იმას, რომ სრულიად უფასოდ ისწავლის. სტუდენტთა, 20%-ი მიიღებს 50%-იან დაფინანსებას, გადაიხდის სწავლის საფასურის ნახევარს. ყველა სტუდენტი კი ისარგებლებს სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი და მათზე მორგებული გრაფიკით. დაფინანსება განისაზღვრება რეიტინგით. რეიტინგი თავდაპირველად ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე დგინდება, ხოლო შემდგომში ყოველი სემესტრის ბოლოს სტუდენტთა აკადემიური მოსწრების (ნიშნების) საფუძველზე.
აბიტურიენტებისთვის სწავლა განაგრძოს „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე (BBA) ნიშნავს მიიღოს: ხარისხიანი განათლება, სწავლის დაფინანსების რეალური შესაძლებლობები და პრაქტიკული გამოცდილება. სწავლის პროცესი, ყველა სტუდენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა, უნიკალური პრაქტიკული გამოცდილება და თანამედროვე თეორიული ცოდნა, საუკეთესო ლექტორებისა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე მენტორების ნაკრები, განაპირობებს, კურსადამთავრებულებისთვის წარმატებით დასაქმების ფაქტორს.
საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამასთან (BBA) დაკავშირებით ეწვიეთ: www.bog.edu.ge
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...
გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...
ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...
არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...
შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები