0 8 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკისა და PwC Georgia - ს ერთობლივი ტრენინგი მეწარმეებისთვის

საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით თიბისი ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს უფასო ტრენინგებს სთავაზობს. მეწარმეთა მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ ტრენინგების ფორმატი შეიცვალა და ის უფრო მასშტაბური გახდა.

 

თიბისი ბანკში გამართულ ტრენინგს უძღვებოდნენ  PwC Georgia - ს საგადასახადო დეპარტამენტის დირექტორი  და უფროსი  მენეჯერები.   სამსაათიანი ინტენსიური კურსი, რომელიც ეხება საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს,  კერძოდ,  მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლას,  დაეხმარება ორგანიზაციებს, ადვილად ადაპტირდნენ ახალ კანონმდებლობასთან. 

 

ტრენინგი თიბისი ბანკის სათაო ოფისში გაიმართა და მას სხვადასხვა კომპანიის 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებიც თიბისი ბანკის კლიენტები არიან.  ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით ტრენინგები სექტემბრიდან იმართება და მათში უკვე 1500 - მდე ადამიანმა  მიიღო მონაწილეობა.

 

ბიზნესის წარმომადგენლებს თიბისი ბანკი უკვე მესამე წელია სთავაზობს ტრენინგებს მენეჯმენტის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებში, როგორიცაა ინტერნეტ მარკეტინგი, დაგეგმვა, ბიუჯეტირება და ინოვაციების მართვა.

 

ტრენინგების მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მართვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და გაძლიერებაა.  ტრენინგში მონაწილე პირები შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას კონკრეტულ სფეროში, მართვის უნარჩვევების გაუმჯობესებას, ფინანსების სწორად მართვასა და ტექნოლოგიური სერვისების სწორად გამოყენებას, რაც მათ წარმატების მიღწევაში  დაეხმარება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...