0 7 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა საქველმოქედო საქმიანობა მკაცრად გააკონტროლოს!

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის,  „ქართული მომავლის“ ლიდერმა, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოს პრემიერმინისტრს, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა. ჩერნოვეცკიმ მოუწოდა კვირიკაშვილს ხელი შეუწყოს კანონის მიღებას, რომელიც გაითვალისწინებს ჩვენს ქვეყანაში მოქმედი საქველმოქედო ორგანიზაციების სრულ ინვენტარიზაციასა და მათ საქმიანობას მკაცრად გააკონტროლებს.

„სამწუხაროდ, საქართველოში ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობა სათანადოდ არ კონტროლდება. ჩვენ არ გვაქვს კანონი საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ!

    ამის გამო ქვეყანაში მოქმედებენ არაკეთილსინდისიერი და თაღლითური ორგანიზაციები, რომლებიც ქველმოქმედების ნიღაბს არიან ამოფარებულნი - სინამდვილეში კი, კეთილ, სხვისი გასაჭირის მიმართ არაგულგრილ ადამიანებს ძარცვავენ! ამასთან, ისინი ნეგატიურად მოქმედებენ იმ ფონდების იმიჯზე, რომლების საქმიანობა სრულიად  გამჭვირვალეა.

    ამ თავნებობის შეწყვეტა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საქველმოქმედო სფეროში ხდება,  შესაძლებელია მხოლოდ კანონის ძალით! ამიტომ, მე, როგორც ადამიანების უფლებათა დამცველი ორგანიზაციის - „ქართული მომავლის“ თავმჯდომარემ, წერილით მივმართე საქართველოს პრემიერმინისტრს, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს და მოვუწოდე მას ხელი შეუწყოს იმას, რომ რაც შეიძლება მალე მიღებულ იქნას კანონი, რომელიც ამჟამად საქართველოში მოქმედი ყველა საქველმოქმედო ორგანიზაციის სრულ ინვენტარიზაციას დაისახავს მიზნად და ასევე, მათ საქმიანობას უმკაცრესად გააკონტროლებს.

   ასეთი კანონის მიღება ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში იმუშაონ მხოლოდ კეთილსინდისიერმა საქველმოქედო დაწესებულებებმა, რომლებიც არაგულგრილი ადამიანების მიერ ფონდებისთვის შეწირულ თანხებს სრულად მოახმარენ მხოლოდ გაჭირვებულ თანამემამულეებს და არა საკუთარი მანკიერი ინტერესების დაკმაყოფილებას.“ - წერს ჩერნოვეცკი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...