2 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა!

ბაქოში „თეგეტა მოტორსის“ ფილიალი გაიხსნა. კომპანია ადგილობრივ მომხმარებელს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული და საბითუმო მიმართულებით, სრულ ავტო-ტექ მომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს. „თეგეტა მოტორსმა“ ადგილობრივ პარტნიორ კომპანიასთან ერთად 2 000 000-მდე დოლარის ინვესტიცია განახორციელა, სერვის  ცენტრი განთავსებულია 5000 კვ.მ-ზე და იგი მოემსახურება მსუბუქ ავტომობილებს. ადგილობრივმა კადრებმა გაიარეს სრული პროფესიული მომზადება „თეგეტას აკადემიის“ ფარგლებში და უზრუნველყოფენ მარალკვალიფიციურ სერვისს. ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურა-დანადგარებით და ტექნიკით. აქვე  წარმოდგენილია: საბურავების, ზეთების, ფილტრების, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ნაწილების, ასევე აკუმულატორების, სერვისის დანადგარების, ინსტრუმენტების და საავტომობილო აქსესუარების ყველაზე დიდი არჩევანი.

„თეგეტა მოტორსის“ აღნიშნულ ფილიალში ადგილობრივ მომხმარებელს საშუალება ექნება ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მიიღოს მომსახურების უმაღლესი სტანდარტი კომფორტული გარემოში.  

„თეგეტა მოტორსი“ პირველი ქართული კომპანია გახლავთ ავტოინდუსტრიაში, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა და საკუთარ წარმომადგენლობას უცხო ქვეყანაში გახსნა.

„აზერბაიჯანის ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშველოვანია, რომელიც მზარდია ამ ბიზნესის მიმართულებით და დიდი პოტენციალი გააჩნია, თანაც ამ ქვეყნის ბაზარზე არ არსებობს კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროში, რომელიც კომპლექსურ მომსახურებას შესთავაზებს პროდუქტებისა და მომსახურების კუთხით ადგილობრივ მომხმარებელს. შესაბამისად, დღეს „თეგეტა მოტორსს“ თავის პორტფელში არსებული სერვისების და პროდუქტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არც აზერბაიჯანში, არც კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში კონკურენტი არ ჰყავს“ - აცხადებენ „თეგეტა მოტორსში“.

 „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას, კომპანია გამოირჩევა ავტო სერვისის უნიკალური კონცეფციით. იგი Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს. „თეგეტა მოტორსი“ წარმოადგენს  მსოფლიოში წამყვანი, 300-მდე ბრენდის უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Dayco, Contitech, Schaeffler,  Federal Mogul  და სხვა ბრენდების  მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...