2 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გუკა რჩეულიშვილი: ჩემი მეუღლე ორსულადაა და გთხოვთ, გამათავისუფლოთ

"ცენტრპოინტის" საქმეზე მაია და გურამ რჩეულიშვილები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. 

მაია შოშიაშვილის განცხადებით, ახალი მნიშვნელოვანი გარემოება საქმეში არ არსებობს და შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია პატიმრობა უნდა დარჩეს ძალაში. რაც შეეხება მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაციას, სასამართლომ შეამოწმა, მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ბრალდებულს სამედიცინო მკურნალობა უტარდება, ქირურგიულ ჩარევაზე კი ბრალდებულმა თავად თქვა უარი.

პროკურორი დავით გუმბერიძე მაია რჩეულიშვილის ახალი ბრალის დადგენილების საქმეში დართვას ითხოვდა. 

"ახალი დანაშაული მაია რჩეულიშვილმა მაშინ ჩაიდინა, როდესაც მას აღკვეთის სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული, არსებობს მიმალვის საფრთხე და ამიტომ პატიმრობა უნდა დარჩეს ძალაში", - განაცხადა დავით გუმბერიძემ. 

რჩეულიშვილების ადვოკატები პატიმრობის 50.000 ლარიანი გირაოთი ჩანაცვლებას ითხოვდნენ. უფლებადამცველმა განაცხადა, რომ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინა.

"ციხეში ყოფნა პრობლემა არ არის, ლელას მშობიარობის დროს რამე რომ მოუვიდეს თქვენ დაგადანაშაულებთ", -  ბრალდებულმა გურამ რჩეულიშვილმა ამ რეპლიკით მოსამართლეს და პროკურორებს მას შემდეგ მიმართა, რაც რჩეულიშვილების პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა. 

გურამ რჩეულიშვილმა მოსამართლეს აღკვეთის სახით პატიმრობის ჩანაცვლება 150.000 ლარიანი გირაოთი სთხოვა.

"გთხოვთ, მალე მამა გავხდები, ჩემი მეუღლე არის ორსულად და ამ შემთხვევაში მე ვჭირდები მას და ჩემს შვილს", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...