1 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სკანდალი :“ამ ტრაგედიის შემდეგ შორენა თეთრუაშვილმა ეკლესიას მიაშურა და პატრიარქის მდივანი გახდა”

„ამ ტრაგედიის შემდეგ შორენა თეთრუაშვილმა ეკლესიას მიაშურა და პატრიარქის მდივანი გახდა“, – ამ სათაურით გაზეთი „ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა მკითხველს ოთარ ზვიადაურთან ინტერვიუს სთავაზობს, სადაც რესპონდენტი 35 წლის წინანდელ ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს. ოთარ ზვიადაური ამბობს, რომ მისი და ნაზი ზვიადაური და შორენა თეთრუაშვილი თანაჯგუფელები იყვნენ. მისი თქმით, წლების წინ ჯგუფელები, ტრადიციულად, 2 იანვარს, ერთ-ერთი ჯგუფელის სახლში იკრიბებოდნენ და ბედობის დღეს აღნიშნავდნენ. თუმცა, ეს ტრადიცია 1980 წლის 2 იანვარს დაირღვა და უნივერსიტეტის სტუდენტები მცხეთაში წავიდნენ. როგორც ოთარ ზვიადაური აცხადებს, იმ დღეს, მის დასთან ერთად შორენა თეთრუაშვილიც იმყოფებოდა. მისივე თქმით, მისი და სწორედ 1980 წლის 2 იანვარს დაიღუპა.
„შორენა თეთრუაშვილმა დამალა სიმართლე ჩემი დის, ნაზი ზვიადაურის მკვლელობის შესახებ… მე მაქვს მტკიცებულებები, რომელი ტელევიზიითაც სურს, შემხვდეს და დარწმუნდება საზოგადოება, ჩემს სიმართლეში. გთხოვთ, ყველამ გააზიაროთ, მე ნაზი ზვიადაურის ძმა ვარ, რომელიც 1980 წლის 2 იანვარს მოკლეს. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი თანაკურსელები, ერთ-ერთი,ალბათ ბევრისთვის ნაცნობია,–შორენა თეთრუაშვილი–მკლელობიდან, მცირე დროის გასვლის მერე საპატრიარქოშია დღემდე… თუ ვინმე ღვთისნიერი დაინტერესდა, ყველაფერს მოუყვები, რადგანაც, მე თვით მაქვს წაკითხული, წინა და შემდეგ, შეცვლილი ჩვენებები… მე შარშან, დაცვის საშუალებით, წერილიც გადავეცი, რომ შემხვედროდა, მაგრამ არ ისურვა, ჩემთან შეხვედრა, შორენამ…“ – ამბობს ოთარ ზვიადაური.
მისი თქმით, მაშინ მისი დის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამომძიებლებმა ჯგუფელებიც დაჰკითხეს. ზვიადაური ამბობს, რომ მისი დის საქმეს დედამისიც გადაჰყვა. „დედას ჰქონდა რამდენჯერმე მცდელობა, რომ ენახა შორენა… სახლში რომ მიაკითხა, არ მიიღო – წივილ-კივილი აუტეხა, საპატრიარქოში „გული წაუვიდა“, მისი ერთადერთი პასუხი იყო: მე ნაზის ცხედართან უკვე მოვინანიე დანაშაული!“ გასვენების დღეს, შორენამ მიცვალებულის სახლიდან გამოსვენებამდე, ნაზის ცხედართან მარტო დარჩენა ითხოვა, ყველანი გარეთ გამოვედით და მხოლოდ ის დარჩა ნაზისთან. დაახლოებით ნახევარ საათს… მე სიბოროტის კუთხით არ ვსაუბრობ, დამიჯერეთ. დედას ეშინოდა, რომ მე პირადად არ ჩამედინა დანაშაული… ისე, დღეს, რომც გავიგო ჩემი დის მკვლელის ვინაობა, შევუნდობ და მივუტევებ, მხოლოდ სიმართლე მინდა ვიცოდე! როგორც ახლა მე თქვენ გიყურებთ, ისე იცის შორენამ სიმართლე, მაგრამ არ ამბობს… მას ან სასჯელის ეშინია, ან ვიღაცის! “ – აცხადებს ოთარ ზვიადაური

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...