0 3 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ჭიანჭველას კვალიფიკაცია არ ჰქონდა ხტომაში.. რატომ გადახტა? გადამხტარა მანამდე სადმე? ან მამამისი გადამხტარა?"

„ჭიანჭველა არის ძალიან საინტერესო პერსონა ამ ამბავში. ჯერ ერთი, პირველი შეკითხვა რომელიც ჩნდება არის – რატომ გადახტა? გადამხტარა მანამდე სადმე? ან მამამისი გადამხტარა?“- ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელვამ ტელეკომპანია „იმედზე“ ეკა ხოფერიას გადაცემაში  განაცხადა.

“ჭიანჭველა არის ძალიან საინტერესო პერსონა ამ მაბავში. ჯერ ერთი, პირველი შეკითხვა რომელიც ჩნდება, არის რატომ გადახტა? გადამხტარა მანამდე სადმე? ან მამამისი გადამხტარა? ან ხტომის უნარი აქვთ ჭიანჭველებს ფიზიოლოგიურად? მოკლედ, ეს არის მაგალითი, პიროვნების, არსების, რომელმაც ზუსტად იცის, რომ რაც არ შეუძლია, ზუსტად იმას კიდებს ხელს. მოკლედ, არ იცის გადაცემის წაყვანა, მაგრამ მიყავს, არ იცის სწავლება, მაგრამ ასწავლის. პირველი ამას ვერჩი.

მეორე: ის ჩავარდა, ანუ კვალიფიკაცია არ ჰქონდა საერთოდ ხტომაში, მაგრამ გადახტა. გადახტა და ჩავარდა და აი მაგ მომენტიდან ჭიანჭველა რას აკეთებს? აი, ჩავარდნილი ჭიანჭველა მთელი ზღაპრის განმავლობაში არაფერს აკეთებს. ხტომა თუ არ იცის, ამოხოხება ხომ მაინც იცის და ამოხოხდეს. ანუ, ჭიანჭველა არის ადამიანი, რომელიც შარში გაეხვა თავისი უნიჭობით, თავისი არაკომპეტენტურობით და მერე მისი პრობლემა აღარ არის. სესხი აიღო, ვეღარ იხდის და მისი პრობლემა აღარ არის. სამსახურში რაღაც გააფუჭა და მისი პრობლემა აღარ არის, ანუ ეს არის უპასუხისმგებლო ადამიანი.

რაც შეეხება რწყილს, რწყილი ეგრევე რომ იწყებს მოქმედებას, ხომ შეამჩნიეთ? როგორ ფიქრობთ, პირველად გაეხვა ჭიანჭველა შარში? არ გახვეულა, თორემ რწყილმა საიდან იცის ეგრევე, ასეთი მომზადებული საიდანაა? საქმე იმაშია, რომ ჭიანჭველა სულ შარში იყო, მთელი ცხოვრება.

ერთადერთი რწყილს რომ ეთქვა ჭიანჭველასთვის, აბა შენთვითონ სცადე ამოსვლაო, ხომ შეიძლებოდა.

ასევე რა არ მომწონს იცი? ტყეში რაც ხდება ის არ მომწონს, უფასოდ არავინ არაფერს უკეთებს. ეს უკვე ანგარებაა…” – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...