0 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"არც გაზი გვექნება და არც რაიმე ანაზღაურება, ცარიელი მილი შეგვიძლია დავჭრათ და ჯართში ჩავაბაროთ"

ჩამოტვირთვა

რატომ არ საჯაროვდება გაზპრომთან გაფორმებული შეთანხმება - ამ საკითხზე განმარტებას აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი. მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ დამატებითი ინფორმაცია ამ თემაზე მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი თუ ეს კონტრაქტის პირობებით იქნება შესაძლებელი.

„ის მონაცემები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს საზოგადოებამ, მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში იქნა გაზიარებული ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან. თუ დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა გაჩნდება კომერციული კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე, ალბათ ესეც განხორციელდება,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

უმრავლესობაში იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც რუსულ მხარესთან შეთანხმების გარეშე, დოკუმენტის გასაჯაროებას შესაძლოა მოჰყვეს. გია ვოლსკი დოკუმენტის გასაჯაროების შემთხვევაში პროცესების განვითარების საკმაოდ რთულ სცენარზე საუბრობს.

„მხოლოდ ორმხრივი შეთანხმების შედეგად შესაძლებელია გასაჯაროვდეს. ასეთი ხელშეკრულება გვაქვს იგივე აზერბაიჯანის მხარესთან, SOCAR-თან. ჩრდილს მივაყენებთ როგორც სატრანზიტო ქვეყანას, დავძაბავთ ურთიერთობას სომხეთთან, არც გაზი გვექნება და არც სატრანზიტო გადაზიდვისთვის რაიმე ანაზღაურება და ცარიელი მილი შეგვიძლია დავჭრათ და ჯართში ჩავაბაროთ,“ - აცხადებს გია ვოლსკი.

საქართველოს ხელისუფლებას სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებს ნაციონალური მოძრაობა.

„ეკონომიკის მინისტრი ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ ეს ხელშეკრულება არის წამგებიანი ეკონომიკურად და სრული პოლიტიკური სიბეცეა იმის თქმა, რომ რუსეთზე საქართველოს დამოკიდებულების გაზრდა, მათ შორის ენერგო სექტორში, შეიძლება რაიმე თვალსაზრისით წაადგეს ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე კი ამბობს, რომ გაზპრომთან დადებული შეთანხმება ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„ეს დოკუმენტი აზიანებს ჩვენს ენერგო უსაფრთხოებას და ამ შემთხვევაში გარკვეულწილად რუსეთი იყო დამოკიდებული ჩვენზე და არა ჩვენ რუსეთზე. ფაქტობრივად, ჩვენ დავუთმეთ ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი რუსეთს,“ - აცხადებს სერგო რატიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები