0 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"გაზპრომმა" შამათი გაუკეთა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს"

ჩამოტვირთვა

ცუდი პოლიტიკური გზავნილი რეგიონის ქვეყნებისთვის და დასავლელი პარტნიორებისთვის - ასე აფასებს ექსპერტთა ნაწილი გაზპრომთან წლების განმავლობაში დადებული ხელშეკრულების პირობის ცვლილებას.

შექმნილ რეალობას ექსპერტები რუსეთთან მიმართებით ქართული ოცნების პოლიტიკას უკავშირებენ.

„გაზპრომმა შამათი გაუკეთა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და საქართველომ დათმო პოზიციები, რომლითაც ძალიან ცუდი სიგნალი გააგზავნა, როგორც რეგიონის ქვეყნებში, ასევე დასავლეთში, რომ ამ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ის უპირატეს მდგომარეობაში იმყოფება მოლაპარაკებებში,“ -განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ შეთანხმების საფუძველზე ქვეყანა 20-30 მილიონი დოლარით იზარალებს. მათივე თქმით, პარალელურად ქვეყანას შეუმცირდა ბუნებრივი აირის მიწოდება და დეფიციტის შემთხვევაში, ისევ რუსეთისგან მოუწევს ბუნებრივი აირის შეძენა.

„ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება დგას მუდმივად საფრთხის წინაშე, ყოველთვის არის რისკები, ამ კონკრეტული ხელშეკრულებით კი, ის კიდევ უფრო გაუარესდა. ის ბერკეტები, რაც რუსეთს შეეძლო გამოეყენებინა, სავარაუდოდ, უკვე გამოიყენა. ამიტომ, რისკები არის იმის, რომ ჩვენ მოუმზადებელი შევხდებით ორი წლის შემდეგ მოლაპარაკებებს. ამ რისკების თავიდან ასაცილებლად ჩვენ ახლავე უნდა დავიწყოთ მომზადება,“ - აცხადებს ფონდ მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის დირექტორი მურმან მარგველაშვილი.

პირობების შეცვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ. ისინი აუცილებლად მიიჩნევენ ახალი ხელშეკრულების გასაჯაროებას და პარლამენტში სპეციალური მოსმენის გამართვას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები