მსოფლიო
საინფორმაციო გამოშვებები მაესტროსა და GDS-ზე სავარაუდოდ დაიხურება
2016-12-28 12:43:29
გაერთიანებული იმედი, მაესტრო და GDS – კანონმდებლობის მიხედვით, მსგავსი მედიაჰოლდინგის შექმნის შემთხვევაში სამი არხიდან მხოლოდ ერთ არხს ექნება საინფორმაციო გამოშვების მომზადების უფლება.
წინასწარი ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვება იმედზე დარჩება, მაესტროსა და GDS-ზე კი საინფორმაციო გამოშვება და პოლიტიკური თოქ-შოუები დაიხურება.
გავრცელებული ცნობით, ახალ მედიაჰოლდიგთან დაკავშირებით დღეს მაესტროში შეხვედრა იგეგმება, სადაც, სავარაუდოდ, მაესტროს თანამშრომლებს ტელეკომპანია იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი რუხაძე შეხვდება.
კომენტარები