1 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

43 წლის შორენა მოდებაძეს და მამა ტარიელს მე-12 შვილი შეეძინათ

ჩამოტვირთვა

43 წლის შორენა მოდებაძეს და 44 წლის მამა ტარიელ ჟღენტს მე-12-ე შვილი შეეძინათ. მოდებაძეს რამდენიმე წელია რაც დიაბეტი აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად მან შვილის გაჩენა ისევ გადაწყვიტა. როგორც სამშობიარო სახლის "ახალი სიცოცხლე"  მეან-გინეკოლოგი, ლია ჯანელიძე განმარტავს საკეისრო კვეთამ გართულელებების გარეშე ჩაიარა.  პატარა სესილი 4 კგ. დაიბადა. წყვილის უფროსი შვილი 24 წლისაა, უმცროსი  გოგონა კი წინა წლის დეკემბერში გაჩნდა. შორენას და მამა ტარიელს  ერთი შვილი ჰიდროცეფალიის დიაგნოზით გარდაცვალათ. მრავალშვილიან ოჯახს ერთი შვილისშვილიც ჰყავს.აღსანიშნავია ისიც, რომ წყვილს ლილოში საკუთარი მეურნეობა აქვთ. ისინი რძის ნატურალურ პროდუქციას და ზეთს აწარმოებენ.  მამა ტარიელის განმარტებით ბავშვების გაზრდა რთული არ არის, რადგან ხშირ შემთხვევაში მათ თავისი მრევლიც ეხმარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები