2 2 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ტყის კვირეულის“ ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს ტრეინინგ ცენტრი გაიხსნება

“ტყის კვირეულს“ ამჯერად, ზღვისპირა ქალაქი მასპინძლობს. 7 დეკემბერს, 11:00 საათზე, ბათუმში, კვირეულის  ფარგლებში   აჭარის სატყეო სააგენტოს ტრეინინგ ცენტრის (მის: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი 51) გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. თითოეული მუნიციპალიტეტიდან (ქობულეთი, ხულო, ქედა, ხელვაჩური, შუახევი) 5 საუკეთესო მეტყევე  გამოვლინდება  და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდება.

გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვლენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ჯემალ ნაკაშიძე და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი გიორგი სანადირაძე.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან აჭარის მთავრობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს,აჭარის სატყეო სააგენტოს, WWF-ისა და სხვა ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებიც.

ამავე დღეს დაგეგმილია აჭარის ტყეების ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური შეფასების საბოლოო ანგარიშის სამუშაო ვერსიის წარდგენა საკონსულტაციო საბჭოსთვის. განხილულ იქნება, როგორც ტყეების ეკონომიკური შეფასების შედეგად მიღებული მაჩვენებლები, ასევე რეკომენდაციები ტყის მართვის კუთხით.

დასასრულს, მოეწყობა  მეტყევეების მცირეწლოვანი შვილების დაჯილდოვება, რომლის დროსაც მათ გადაეცემათ მადლობის სიგელები მამების დამსახურებისთვის. სპეციალურად პატარებისთვის გაიმართება შემეცნებით-გასართობი პროგრამა, მათ გაუმასპინძლდებიან და გაართობენ მოწვეული ანიმატორები.

2016 წელს,ტყის კვირეული პროექტისსატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (FLEG II)“  ფარგლებში იმართებაპროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მსოფლიო ბანკის, WWF და IUCN-ის ხელშეწყობით, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ბელარუსში, უკრაინასა და რუსეთში.

შეგახსენებთ, რომ „ტყის კვირეულმა“  სტარტი, 3 დეკემბერს, მზიურში  აიღო, სადაც გაიმართა  ფოტო-გამოფენა და წარმოდგენილი იყო ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები. მისულ სტუმრებს უმასპინძლეს მოხეტიალე მხატვრებმა, მეგვირგვინეებმა,  ილუზიონისტმა, ოჩოფეხებიანმა კლოუნებმა. ასევე, მოეწყო ხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა.

„ტყის კვირეული“ წელს რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობასაც მოიცავდა. 4 დეკემბერს, „ტყის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა „გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის“ პრეზენტაცია. ასოციაციის დაფუძნების ინიციატორები არიან პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“ და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF კავკასია) კავკასიის წარმომადგენლობა“. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ორგანიზაციების და სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები. კვირეული 10 დეკემბერს დასრულდება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...